კორუფციასთან ბრძოლის საზაფხულო სკოლის სტიპენდია ვილნიუსში – ბოლო ვადა 30.04.2020

გეოგრაფია – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, პოლონეთი, რუსეთი, ტაივანი, უკრაინა.

საზაფხულო სკოლა Transparency International School on Integrity 6-12 ივლისს პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან უახლეს მექანიზმებს  კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. მათ ასევე, მიეცემათ საკუთარი იდეების რეალიზების საშუალება. კურსი მოიცავს ლექციებს, სემინარებს, ტრეინინგებს და ექსკურსიებს.

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, ახალ კურსდამთავრებულებს და გამოცდილ ჟურნალისტებს არაუმეტეს 35 წლისა..

სწავლების საფასური შეადგენს 800 ევროს. ორგანიზატორები სთავაზობენ სრულ ან ნაწილობრივ სტიპენდიებს შეზღუდული რაოდენობით. სრული სტიპენდია ფარავს სამგზავრო, საცხოვრებელ და კვების ხარჯებს.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 30 აპრილი 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp