კორუფციასთან ბრძოლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სკოლა Transparency International-გან – ბოლო ვადა 30.04.2019

Transparency International School on Integrity — ეს არის ყოველწლიური ანტიკორუფციული მოსამზადებელი სკოლა მომავალი ლიდერებისათვის. დამდეგი სკოლა შედგება 8-14 ივლისს, 2019 წ. ვილნიუსში, ლიეტუვა. სკოლა მონაწილეებს წარუდგენს უახლეს კვლევებს და მეთოდებს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. სწავლების პროცესში შესაძლებელია საკუთარი იდეების გამოცდა პრაქტიკაში.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის იწვევენ მაღალ კლასელებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს 35 წლამდე.

ორგანიზატორები სთავაზობენ სრულ, ან ნაწილობრივ სტიპენდიებს შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი და უკრაინა.

სრული სტიპენდია ფარავს: ლიეტუვაში გამგზავრებას, სწვალების საფასურს და საცხოვრებელ ხარჯებს.

განაცხადის შევსება შესაძლებელია ბმულზე https://transparencyschool.org/apply, ასევე აუცილებელია მოკლე სამოტივაციო წერილის და ევროპულ ფორმატში მომზადებული CV-ს ატვირთვა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 30 აპრილი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების შესახებ იხილეთ – აქ.