კონსტრუქციული მედიის თეორია, როგორც დარგობრივი ჟურნალისტიკის საფუძველი

საფუძვლები

რატომ კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკა?

რა სარგებლობა მოაქვს მედიას? რამდენად ასრულებს ჟურნალისტიკა საზოგადოების მეკავშირის როლს და ხელს უწყობს მის
განვითარებას? რამდენად ეფუძნება მედიისმიერი ინფორმირება
სიმართლის მსახურებას, მაშინ, როცა თავად მედიაში გავრცელებული ტყუილის შესახებ ბრალდებები უფრო ისმის? რაა ფაქტი, როცა
არსებობს ალტერნატიული ფაქტები? – ეს არასრული ჩამონათვალია
კითხვებისა, რაც პოსტმოდერნულ საზოგადოებაში მედიის როლის
კრიტიკული გააზრებისას ისმის, ეპოქაში, რომელსაც ,,პოსტსიმართლის ერასაც” უწოდებენ.


საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბება ჟურნალისტებს
ახალი პირობებისა თუ გამოწვევების წინაშე აყენებს. საინფორმაციო
ეპოქის ჟურნალისტიკისთვის, სხვა ეტაპებისგან განსხვავებით,
მთავარ მახასიათებლებად იქცა: უნივერსალურობა, ოპერატიულობა
და ინტერქტიურობა,ასევე, სტილებისა და ჟანრთა
მრავალფეროვნება. პუბლიკაციები ინტერნეტში, მაგალითად,
სრულებით არ საჭიროებს რეცენზირებას, რაც, თავის მხრივ, ელ.
გამოცემებში დასაქმებულ ჟურნალისტთა გადამზადების საკითხს
ართულებს.ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საზოგადოებაში
მასობრივი კომუნიკაციის (მათ შორის ელექტრონული) საშუალებათა
როლი მკვეთრად გაიზარდა. ასევე გამრავლდა იმ ტელე-რადიო
ოქსფორდის ლექსიკონში ტერმინი ,,პოსტ-სიმართლე” 2016 წელს გაჩნდა და
განმარტებულია როგორც – როცა ,,ობიექტურ ფაქტებს საზოგადოებრივი აზრის
ჩამოყალიბებაზე აქვს ნაკლები გავლენა, ვიდრე ემოციებს და პირად
შეხედულებებს”.


არხებისა თუ გამოცემათა რაოდენობა, რომლებიც მზად არიან,
განსხვავებული ინტერესების აუდიტორიის მოთხოვნები
დააკმაყოფილონ. აღნიშნულის პირდაპირპროპორციულად,
გაიზარდა მოთხოვნასანდო ინფორმაციაზე.
მედიის მიმართ ნიჰილიზმისა და ჭარბი ინფორმაციული
ნაკადების, ინფორმაციული ასფიქსიის პირობებში აქტუალური გახდა
ჟურნალისტიკის როლის გადააზრება სასარგებლო ინფორმაციის
გადაცემის ჭრილში. ამ ფონზედაიბადა ,,კონსტრუქციული
ჟურნალიტიკის”2 თეორია, როგორც საზოგადოების განვითარებაზე,
პრობლემების გადაწყვეტის გზების ჩვენებაზე ორიენტირებული
მედიის თეორია, რაც ეწინააღმდეგება გავრცელებულ პრაქტიკებს,
სადაც საინფორმაციო ნაკადში დიდი დოზით ნეგატიური
ინფორმაციის დომინაცია, თან გამოსავლის გზების ჩვენების გარეშე,
ნიჰილიზმსა და საზოგადოებების ფლუსტრაციას იწვევს. ნეგატიური
ინფორმაციის დომინაციის პირობებში კი იზღუდება მაგალითად –
სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქება ან უმეტესად ნეგატიურ
ჭრილში შუქდება.
მკვლევართა ყურადღება დარგობრივი ჟურნალისტიკისადმი
თანამედროვე საზოგადოებაში საბაზრო ურთიერთობების მყარ
განვითარებასა და ეკონომიკის სხვადასხვასექტორის ზრდის
დინამიკას უკავშირდება. ამასთან, სპეციალიზებული პერიოდული
გამოცემებისა თუ ტელე-რადიო გადაცემების შესახებ ანალიტიკური
და სამკვლევრო მასალა დეფიციტურია. არადა, აღნიშნული
მომენტისთვის, მოთხოვნა ინტენსიურად განვითარებად დარგობრივ
მედიაზე, ასევე, მზარდია, რაც, თემატური დიაპაზონიდან
გამომდინარე,არცაა გასაკვირი. მედია ადამიანური შემოქმედების
მრავალ სფეროზე ახდენს გავლენას, მედიცინისა და უსაფრთხოების
სისტემებიდან დაწყებული, ვიდრე სოფლის მეიურნეობის საკითხების
გაშუქებამდე და სხვ.


დავალება:

  • გაანალიზეთ თქვენი ქვეყნების პრაქტიკა, რას ფიქრობთ
  • მედიანაკადში დომინანტურია ნეგატიური ინფორმაცია,
    იმგვარი სახით, რომ გადაწყვეტილების გზებს არავის
    სთავაზობს?
  • გაიაზრეთ, რით განსხვავდება დარგობრივი ჟურნალისტის მუშაობა ფართო პროფილის ჟურნალისტის მუშაობისგან?
  • რამდენად შუქდება თქვენს ქვეყანაში დომინანტი
    მედიაარხების მიერ სოფლის მეურნების საკითხები? თქვენი
    აზრით – არსებობს სოფლის მეურნების სიახლეებისადმი
    საზოგადოების ინტერესი? რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ
    დარგში? მიუწვდებათ ხელი მათ შესაბამის დარგობრივ
    ინფორმაციაზე?

სოფლის მუერნეობის საკითხების გაშუქების ეს გზამკველვი
მომზადებულია იმ ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომლის
ათასწლოვანიისტორიის განუყოფელი ნაწილია სოფლის მეურნეობის
მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოება. ეს საქართველოა –
მიწათმოქმედთა უძველესი ქვეყანა, რასაც მისი სახელწოდება
„გეორგია“ ადასტურებს. თვალსაჩინოებად გამოდგება, აგრეთვე,
მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური თუ ეთნოგრაფიული წყარო,
საყოფაცხოვრებო, კულტურისა და რელიგიური ძეგლები, სოფლის
მეურნეობასა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ტრადიციები,
რომელთა ნაწილიც ჩვენს ყოველდღიურობაში დღემდე შემორჩენილია. მეტიც, საქმიანობის ეს სფერო ჩვენი ცნობიერების
განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს ეკონომიკაში მუდმივად მნიშვნელოვან როლს
ასრულებდა აგრარული სექტორი, რაც უშუალოდ უკავშირდება
დღემდე აქ არსებულ 3 500-ზე მეტ სოფელს, როგორც ისტორიულად
ჩამოყალიბებულ ტერიტორიულ ერთეულს, სადაც ახლაც ქვეყნის
მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს და რომელთა მცირე


აგრარული წარმოება არსებით გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდი
ნაწილის მინიმალური ცხოვრებისეულიპირობების შენარჩუნებაზე.
მიუხედავად ჩამოთვლილი ფაქტორებისა, ეს ის ქვეყანაა, სადაც
განსახვავებით სხვა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნებისა,
აგროჟურნალისტიკა, სოფლის მეურნეობის საკითხების
მედიაგაშუქება არასისტემური და ფრაგმენტულია.
მედიაკვლევები აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხების
გაშუქება, საქართველოში მედიაპროდუქციის მოცულობაში უმნიშნელო ადგილს იკავებს. ასე მაგალითად, 2014 წელს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიისა და სლოვაკური კვლ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp