კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკა – ხუთენოვანი სახელმძღვანელო

კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო – ჟურნალისტებისთვის, აგროკომუნიკაციისა და სოფლის მეურნეობის თემატიკის გაშუქებით დაინტერესებული ყველა პირისთვის. წიგნი ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცა. თანდართული დისკით ახალგაზრდები, ასევე, ხუთენოვან პრაქტიკულ მასალებს გაეცნობიან.

სახელმძღვანელო   ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის” (JRC) მიერ შვეციარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CORPS -ის პროგრამის ,,ალიანსები კავკასიაში” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა და „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ პარტნიორობით გამოიცა.

JRC-ის ინიციტივით სოფლის მეურნეობის გაშუქება- ცალკე მოდულად უვე 6 უნივერსიტეტში ისწავლება. მოდულის დანერგვას დამატებით 7 სასწავლო დაწესებულება გეგმავს. ორგანიზაცია აგროჟურნალისტიკის მიმართულებით 2014 წლიდან მუშაობს.

ღონისძიებაზე „მაუწყებელთა ალიანსის“ 2018 წლის საქმიანობაც შეაჯამეს.

სინქრონები:

  • ნინო ჭალაგანიძე – „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი;
  • ავთანდილ გველებიანი – „მაუწყებელთა ალიანსი“-ს თავმჯდომარე.