კონკურსი One World Media – ბოლო ვადა 13.02.2020

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო   

ჯილდო One World Media Awards მიენიჭებათ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ნაკლებად გახმაურებულ თემებს, რომელთაც არ ჰქონდათ საკმარისი გაშუქება. თემატიკა უნდა შეეხებოდეს, სოციალური, პოლიტიკურ თუ კულტურულ მოვლენებს პოსტსაბჭოთა სივრციდან, აფრიკიდან, აზიიდან, კარიბის აუზის ქვეყნებიდან, ლათინური ამერიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან. წარდგენილი მასალები უნდა იყოს გამოქვეყნებული 2019 წლის 14 თებერვლიდან 2020 წლის 13 თებერვლამდე. კონკურსი იმართება 14 კატეგორიაში. ასევე განკუთვნილია პრიზი დამოუკიდებელი მედიისთვის განვითარებადი ქვეყნებიდან.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

განაცხადის ვადა: 13 თებერვალი 2020 წ.