კონკურსი – მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის – ბოლო ვადა 20.03.2020

გეოგრაფია – საქართველო

სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის – მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის.  

კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის თემის პოპულარიზაცია და მედიისა და ბიზნესის დაინტერესება ამ მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს. ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე აქტუალურ საკითხებს; კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის  20 მარტის ჩათვლით; ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის  გამოგზავნა; აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები:  ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფონტი – sylfaen,  ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000  სიტყვას);

ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: globalcompact@cida.ge.

საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი, კომუნიკაციის მენეჯერი, 599 512215, pr@cida.ge

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 20 მარტი 2020 წ.