კონკურსი დოკუმენტური ფილმის მომზადებისათვის – ბოლო ვადა 31.08.2019

გეოგრაფია: მოლდოვა, უკრაინა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ცენტრალური აზია

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანა დაბრუნდაშვილს: caucasusprogramme@iwpr.net არა უგვიანეს 17 ივლისისა 2019 წელი.

The Institute for War and Peace Reporting გეგმავს მოამზადოს დოკუმენტური ფილმი ცენტრალური აზიის, კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მართვის პრობლემების შესახებ. ფილმი მითითებული ქვეყნების კონტექსტში უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს: გარემოს დაცვა, ქალებისა და გოგონების წინაშე არსებული გამოწვევები, დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავლენები საზოგადოებაზე, მართვა და
კორუფცია, კონფლიქტები.

ფილმის მიზანია წარმოაჩინოს ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საერთო პრობლემები, იმისათვის რომ საზოგადოებამ უკეთ გაიგოს აღნიშნული საკითხები და წაახალისოს კონსტრუქციული დიალოგი საერთო პრობლემების მოგვარების მიზნით. ფილმმა უნდა ასახოს ყოველდღიური რეალობა, მოიცვას ისტორიები და ყველა მხარის პოზიციები.

მოთხოვნები: დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ფილმის მომზადების სრულ პროცესზე. ფილმი უნდა მომზადდეს მაღალი ვიდეო და აუდიო ხარისხით.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო 2019 წელი.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.