კონკურსი აჭარის, იმერეთის და ქვემო ქართლის ონლაინ, ბეჭდური და სატელევიზიო რეგიონული მედია საშუალებების ჟურნალისტებისთვის

ა/ო „მიგრაციის ცენტრი“ აცხადებს კონკურსს აჭარის, იმერეთის და ქვემო ქართლის ონლაინ, ბეჭდური და სატელევიზიო რეგიონული მედია საშუალებების ჟურნალისტებისთვის საქართველოში მყოფი უცხოელების ინტეგრაციის თემაზე: ”მიგრანტთა მხარდამხარ /Step by Step with Migrants“


კონკურსის მიზანია ადგილობრივი ჟურნალისტების ინტერესის ზრდა ქვეყანაში უცხოელთა ინტეგრაციის საკითხებისადმი კოვიდ-19 პანდემიის პირობებში:
 პანდემია და იმიგრაცია;
 სახელმწიფოს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოელთა სამედიცინო, სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერა;
 რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება;
 ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება;
 საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობები (შემცირება ან/და ზრდა).

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ კატეგორიებში:
 სტატია (ბეჭდური ან ონლაინ მედიით გასული სტატია)
 სატელევიზიო, რადიო მასალა (აუდიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა)
 ბლოგი, მულტიმედია, ვიდეო მასალა (ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, ანიმაცია ან სხვა ტიპის მულტიმედია მასალა) საკონკურსოდ მიიღება პანდემიის წინა პერიოდში ან მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე რომელიმე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიასა ან ტელე-რადიო სივრცეში გამოქვეყნებული მასალა.

გამოქვეყნებული მასალის ბმულები უნდა გადმოიგზავნოს არა უგვიანეს 27 ოქტომბრისა ელექტრონულ მისამართზე: migrationcentergeorgia@gmail.com კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის, იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა საქართველოში რეგისტრირებულ მედია-საშუალებაში ან ინტერნეტ სივრცეში.


კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრიზები.
საკონტაქტო ინფორმაცია
ა(ა)იპ „მიგრაციის ცენტრი“ Email: migrationcentergeorgia@gmail.com
Mob: (+995) 599 961606 /599 976318