კოლუმბიის უნივერსიტეტის სტიპენდიები ბიზნეს ჟურნალისტიკის სფეროში – ვადა 31.01.2021

გეოგრაფია – მსოფლიო

აღნიშნული სტიპენდიის მისაღებად განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან, რომელთაც აქვთ ბიზნესსა და ეკონომიკაზე მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლა სასტიპენდიო პროგრამაში Knight-Bagehot მონაწილეობის მიზნით იწყებს განაცხადების მიღებას.

სტიპენდიანტებს შეუძლიათ აირჩიონ ორი აკადემიური მიმართულებიდან ერთი და მიიღონ სერტიფიკატი ეკონომიკის და ბიზნეს ჟურნალისტიკაში, ან  მიიღონ მაგისტრის ხარისხი.

პროგრამის ფარგლებში შეძლებენ ჩაერთონ სემინარებსა და საქმიან შეხვედრებში, დაესწრონ ნიუ-იორკის საფინანსო ორგანიზაციების ბრიფინგებს.

პროგრამა მიმდინარეობს აგვისტოდან მაისის ჩათვლით და იღებს ათამდე სტიპენდიანტს ყოველწლიურად.

სტიპენდიანტებს დაუფინანსდებათ სწავლება, ასევე მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად.  

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა:  31 იანვარი 2021 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp