კლიმატის ცვლილების შესახებ მომზადებული მასალების კონკურსი – ბოლო ვადა 28.07.2019

გეოგრაფია: მთელი მსოფლიო

გაეროს სამდივნოს (https://unfccc.int) და UNDP-ის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში (https://sgp.undp.org) გამოცხადდა კონკურსი კლიმატის ცვლილებების შესახებ მომზადებულ ვიდეოებზე. ვიდეო არ უნდა აღემატებოდეს სამ წუთს და უნდა წარმოაჩენდეს თუ რას აკეთებენ ადამიანები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამწყებ ავტორებს 18-დან 30 წლამდე.

კონკურსი იმართება სამ კატეგორიაში: მიწა, ბიომრავალფეროვნება და კლიმატი. ვიდეო უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე ან შეიცავდეს ინგლისურენოვან სუბტიტრებს.

გამოვლინდება ორი გამარჯვებული. ისინი დაეხმარებიან გაეროს წარმომადგენლებს მოამზადონ ვიდეოები კლიმატის ცვლილებების შესახებ. ასევე ჩაერთვებიან სტატიების და პოსტების მომზადებაში და მიიღებენ სრულ დაფინანსებას გაემგზავრონ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ 25 სესიაზე, რომელიც გაიმართება დეკემბერში ჩილეში.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 ივლისი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.