კლიმატის ცვლილების თემაზე მობილური ვიდეოების ფესტივალი – ბოლო ვადა 14.10.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

გაეროსთან თანამშრომლობით ორგანიზებული მობილური კინოს ფესტივალი, იღებს განაცხადებს რეჟისორებისაგან მთელი მსოფლიოდან.  

ვიდეოს ავტორებს – პროფესიონალებს და მოყვარულებს – შეუძლიათ კონკურსზე წარადგინონ თითო წუთიანი ფილმები თემაზე «იმოქმედე გადაუდებლად», რომლებიც მიეძღვნება კლიმატის ცვლილებას. ფილმები უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით გადაღებული და თან ახლდეს ორიგინალი ენის სუბტიტრები, რომლებიც შეიქმნება  პლატფორმა Dotsub-ის გამოყენებით.

ოფიციალური შერჩევის შედეგად გამოვლინდება 50 ვიდეო. 14 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე საიტის სტუმრებს შეეძლებათ ხმის მიცემა; ვიდეო, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს მაყურებლის სიმპატიის პრიზს მიიღებს. გამარჯვებული გაემგზავრება პარიზში, სადაც გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი.

კონკურსის სამ კატეგორიაში გამარჯვებულები მიიღებენ პროდიუსერულ დახმარებას და 20 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას, მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად. პრიზები გაიცემა საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისა და სცენარისათვის.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადის შეტანის  ვადა: 16 ოქტომბერი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.