ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში – კვლევა

17 მაისს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, ღია საზოგადოების ფონდთან ერთად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის   შესახებ კვლევის შედეგები  და ამ კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტი წარადგინა. გთავაზობთ კვლევის მიგნებებს მედიის ჭრილში.

ინფორმაცია კვლევის შესახებ:

რაოდენობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: სამცხე-ჯავახეთის (სომხები), ქვემო ქართლის (აზერბაიჯანელები), კახეთის რეგიონის (პანკისელი ქისტები, ოსები), თბილისის (იეზიდები, ბოშები და რუსები), ბათუმის (რუსები) ეთნიკური უმცირესობების 18 და მეტი წლის წარმომადგენლები; შერჩევის ზომა: 1314 რესპონდენტი; საველე სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 9 ოქტომბერს და დასრულდა 20 ოქტომბერს.

მედიის როლი

კლევის თანახმად, ეთნიკურობის ჭრილში, თითქმის ყოველდღიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებს ოსი რესპონდენტების 83.9%, ქისტების 80.5%, ურბანული მცირე ეთნოსების წარმომადგენლების 51%, სომხების 21.4% და აზერბაიჯანელების 13.7%. რესპონდენტთა ასაკის ჭრილში აღსანიშნავია, რომ იმ რესპონდენტთა წილი, ვინც საერთოდ არ იღებს ინფორმაციას 10.56 9.67 22.11 21.67 17.72 სომეხი აზერბაიჯანელი ქისტი ოსი ურბანული მცირე ეთნოსები ქართული ენის ცონდის ინდექსი (25 ქულიდან) / რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიაკუთვნებთ თავს? (N=1314) 39 საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ყველაზე მცირეა 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (9%), მაშინ, როცა მაგალითად, ამგვარ სიახლეებს არ ეცნობა 25-34 წლის რესპონდენტთა 21% .

ეთნიკური ჯგუფების შიგნით იკვეთება, რომ სომხების (25.6%) და ურბანული მცირე ეთნოსების წარმომადგენლების (25.1%) ყოველი მეოთხე წარმომადგენელი თითქმის ყოველდღიურად ეცნობა სიახლეებს რუსეთში მიმდინარე პროცესების შესახებ, მაშინ, როდესაც, სხვა ჯგუფებში კიდევ უფრო იშვიათად იღებენ ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაციას

(დიაგრამა N22).

კვლევაში ვკითხულობთ რომ, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას რესპონდენტები რამდენიმე ენაზე იღებენ. ინფორმაციის მიღების ენად, პირველ რიგში, ქართული დასახელდა (85.6%), შემდეგ რუსული (40.8%), სომხური (10.9%), აზერბაიჯანული (10.4%), თურქული (2.7%) და ოსური (2.2%). საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ქართულად იღებს რესპონდენტთა 54.9%, რუსულად – 26.6%, სომხურად – 7.1%, აზერბაიჯანულად – 6.8%, თურქულად 1.8% და ოსურად 1.5% .

ქართულ ენაზე ინფორმაციის მიღების პრაქტიკები შედარებით მცირეა სომხურენოვან (48.9%) და აზერბაიჯანულენოვან (60.9%) რესპონდენტებში. საერთო ჯამში, საქართველოს შესახებ სოციალურპოლიტიკურ ინფორმაციას ქართულად იღებს ქისტი რესპონდენტების 78.9%, ოსების 75.2%, ურბანული მცირე ეთნოსების 56%, სომხების 29.2% და აზერბაიჯანელების 29.1% (დიაგრამა N24)

რაც შეეხება იმ წყაროებს, რომლებიდანაც რესპონდენტები საქართველოში მიმდინარე სოციალურპოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებენ, მათგან ყველაზე პოპულარულია საქართველოს სატელევიზიო არხები (83%), ქართული ინტერნეტ გვერდები (23.5%), რუსული მედიასაშუალებები (23.3%), სომხური მედიასაშუალებები (10.0%) და არაფორმალური წყაროები (ოჯახის წევრები, ნაცნობები, მეზობლები და ა.შ) – 12%. ინფორმაციას საქართველოს სატელევიზიო არხებიდან იღებს ოსი (63.9%), ქისტი (45.4%), ურბანული მცირე ეთნოსების წარმომადგენლი (54.5%) რესპონდენტების დიდი ნაწილი. შედარებით მცირეა ასეთი სომეხი (28%) და აზერბაიჯანელი (32.1%) რესპონდენტების რიცხვი,

თავიანთ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საქართველოს ეროვნული სატელევიზიო არხებიდან იღებს ინფორმაციას ოსი რესპონდენტების 69.7%, ურბანული მცირე ეთნოსების 64.3%, ქისტების 40%, აზერბაიჯანელების 35.2% და სომხების 19.2%. სომხური თემის რესპონდენტებიდან დაახლოებით ყოველი მესამე ადამიანი (34.1%) ადგილობრივი სატელევიზიო არხ(ებ)იდან იღებს ამ ინფორმაციას, ხოლო აზერბაიჯანული თემიდან კიდევ უფრო ცოტა, მხოლოდ 13% (იხ. დიაგრამა N25). არაფორმალური წყაროებიდან იღებს ინფორმაციას აზერბაიჯანული თემის რესპონდენტთა 29.6% და ქისტების – 27.5%.

რაც შეეხება საქართველოს ჟურნალ-გაზეთებს, ის რესპონდენტებში არ სარგებლოს პოპულარობით. მათგან მხოლოდ 6.5% კითხულობს „კვირის პალიტრას“, ხოლო 1.8% – „ასავალდასავალს“. ასევე, დაბალია რადიო არხების პოპულარობა, როცა საქმე საქართველოში მიმდინარე სოციალურპოლიტიკური მოვლენების გაცნობას ეხება. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა 25.6%-ს არ აქვს წვდომა მასზე, 4% უსმენს რადიო „იმედს“, 2.1% კი რადიო „ფორტუნას“. საქართველოს ინტერნეტ გვერდებიდან მცირედით გამოკვეთილია „ambebi.ge“, რომელსაც ეცნობა რესპონდენტთა 8.7%.

კვლევის განამახორციელებელთა დასკვნის თანახმად, პოლიტიკის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს მთავრობის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებაში შეზღუდული ფინანსური უზრუნველყოფა. ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტიზაცია ასახული არ არის საბიუჯეტო დონეზე ფინანსურ უზრუნველყოფაში. ისე როგორც წინა წლებშიც ამჟამადაც არაერთი სამთავრობო ვალდებლების და პასუხისმგებლობის შესრულება დამოკიდებულია საერთაშორისო მხარდაჭერაზე. …

ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო მონაწილეობა დიდწილად დამოკიდებულია გარეშე ფინანსურ უზრუნველყოფაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნული ორგანიზაციები ვერ ახერხებენ თვითმობილიზებას. უკანასკნელი წლების მანძილზე ამის საუკეთესო მაგალითია ჯავახეთში (ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკონსულტაციო ქსელის ფაქტობრივი გაქრობა. 2005 წლიდან ჯავახეთში ეთნიკურ უმცირესობათა სათემო მობილიზაციამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, რაც გამოიხატა ადგილობრივ დონეზე საკონსულტაციო მოქალაქეთა ფორუმის ჩამოყალიბებით, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ეფექტურად ახორციელებდა ადგილობრივი პრობლემატიკის როგორც გაჟღერებას, ასევე 18 ადვოკატირებას და უფლებების დაცვას, თუმცა მას შემდეგ რაც 2012 წლიდან ფორუმს შეეზღუდა შესაბამისი ფინანსური მხადაჭერა საერთაშორისო დონორების მხრიდან მისი საქმიანობა სრულად შეწყდა. ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო აქტივობის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი სწორედ მათი არამდგრადობა და მუდმივ გარეშე დაფინანსებაზე დამოკიდებულებაა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არ აქვთ სახელმწიფოსთან პოლიტიკური იდენტობის განცდა; მათი უმეტესობა, სინამდვილეში, დისტანცირებულია ქართული საზოგადოებისგან და ერთგვარ ავტონომიურ, ან, უფრო უარესი – ექსკლუზიურ რეჟიმში ცხოვრობს. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, რომელთა შორის წამყვანია ენობრივი ბარიერი:

სრული კვლევა იხილეთ ბმულზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp