ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% საშუალო დონეზე ფლობს რუსულ ენას, მაღალ დონეზე 21%, დაწყებით დონეზე 21%, ხოლო გამოკითხულთა 12% საერთოდ არ ფლობს რუსულ ენას.
ინგლისური ენის შემთხვევაში, გამოკითხულთა 60%-ს საერთოდ არ აქვს საწყისი ცოდნა, მაღალ დონეზე გამოკითხულთა 7% ფლობს ენას, საშუალო დონეზე 15%, ხოლო 16% დაწყებითი ცოდნა აქვს მიღებული ინგლისურ ენაში.
რაც შეეხება ქართული ენის ცოდნას არაქართულენოვან რესპონდენტებთან, გამოკითხულთა 44% არ ფლობს სახელმწიფო ენას, დაწყებით დონეზე 29% საუბრობს, საშუალო დონეზე 16%, ხოლო ქართულ ენას რესპონდენტების მხოლოდ 4% ფლობს მაღალ დონეზე.
გამოკითხვაში ასევე მოხვდა თურქული ენის ცოდნა. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82% არ ფლობს თურქულ ენას, მაღალ დონეზე თურქულ ენას 3% ფლობს, ხოლო 7% საშუალო დონეზე.
NDI-ის კვლევა საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 205 ადამიანი გამოკითხა.