“თითქმის 20 წლიანი ომი ავღანეთში სრულდება”- ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთს ამერიკის ჯარი 11 სექტემბრამდე დატოვებს

“თითქმის 20 წლიანი ომი ავღანეთში სრულდება”- ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთს ამერიკის ჯარი 11 სექტემბრამდე დატოვებს. ავღანეთს ასევე ტოვებს ნატო და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცებიც, მათ შორის ქართველი სამხედროები.

„თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს მჭიდრო კონსულტაციებს როგორც ნატოსთან, ასევე ორმხრივად, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება.“- ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული, ამ წლებში დაიღუპა 32 სამხედრო მოსამსახურე და არაერთი დაიჭრა.

თავდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ავღანეთის მისიაში ამ დროისთვის 860 სამხედროა ჩართული და მათი დაბრუნება სამშობლოში სექტემბრამდე განხორციელდება.

ინტერვიუ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, ვახტანგ მაისაიასთან.

გადაცემა სრულად – https://bit.ly/3n10rdA

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp