თვითრეგულირება თუ რეგულირება ? – კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

მარეგულირებელმა კომისიამ სადავო კანონპროექტი 2018 წელს მოამზადა, რომლის მიხედვითაც მედიის შინაარსის ნაწილის რეგულირების უფლებას ითხოვს. დოკუმენტის თანახმად, რეგულატორს ენიჭება უფლება ამ დრომდე მედიის თვითრეგულირებული საკითხები ისეთი როგორიცაა სიძულვილის ენა თავისი კონტროლის ქვეშ გადაიტანოს. 

ცვლილების აუცილებლობად, GNCC ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ევროდირექტვის შესრულებას ასახელებს. თუმცა, მედია ექსპერტების და კერძო სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლების ნაწილი არ იზიარებს არგუმენტაციას და ინიციატივაში მარეგულირებლის მიერ მედია შინაარსის გაკონტროლების მცდელობას უფრო ხედავენ.

სინქრონები:

  • თამთა მურადაშვილი – მთავარი არხის იურისტი;
  • გიორგი მგელაძე – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ივანე მახარაძე – GNCC-ის აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;
  • ნათია კუპრაშვილი – ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე;
  • მარიამ გოგოსაშვილი – საია-ს იურისტი.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp