თბილისში კონფერენცია “ახლოს ხალხთან – უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება” იმართება

ევროინტეგრაცია და სამოქალაქო საზოგადოების როლი, საქართველოს რეგიონული განვითარების მიღწევები და გამოწვევები, სამოქალაქო აქტივიზმი, ენერგეტიკის სფერო, ასევე გარემოს დაცვა და წყლის რესურსების ეფექტურად გამოყენება, – ეს იმ თემების ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, საქართველოს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივისა” და მთავრობის ერთობლივ კონფერენციაზე განიხილება.

ხუთი სხვადასხვა სესიის ფარგლებში, სახელისუფლებო და არასამთავრობო სექტორის, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით, კონფერენცია “ახლოს ხალხთან – უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება” იმართება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა და – ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ გახსნეს.

სესიების ფარგლებში, ასევე განიხილება  არჩევნებისა და მოწყვლადი ჯგუფების საკითხი, ასევე რეგიონული მედიის  პრობლემები.