თანაკვეთა-საერთო პრობლემები და სამშვიდობო პოლიტიკა

კონფლიქტისა და ურთიერთგაუცხოების გადასალახავად, ნდობის  და ურთიერთგაგების თუნდაც მინიმალურ დონეზე აღსადგენად, ხშირად ომით დაშორიშორებულ თემებს და ხალხებს შორის საერთო ინტერესები და წუხილები წარმოიშვება, რაც მათი  ერთობლივად დაძლევის სურვილს შობს. ასეთი საერთო პრობლემა და წუხილი აღმოჩნდა აფხაზეთსა და მათთან მოსაზღვრე საქართველოს დასავლეთ რეგიონებში აზიური ფაროსანას (Brown marmorated sting bug) შემოტევა.  „მეცნიერები ერთხმად ირწმუნებიან, რომ აზიური ფაროსანა აფხაზეთში დარჩება სამუდამოდ“ – გვწერს კოლეგა ჟურნალისტი აფხაზეთიადნ, ადგილობრივ სპეციალისტებზე დაყრდნობით. პიროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, იგი ანონიმურობას ინარჩუნებს.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ სხვადასხვა წყაროსაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მავნებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სოჭში ოლიმპიური თამაშების შმდეგ გამოჩნდა, თამაშებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისას ფაროსანა ჯერ სოჭში აღმოჩნდა, შემდეგ აფხაზეთში, საიდანაც საქართველოს მთვრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც გავრცელდა.

კოლეგა აფხაზეთიდან, რომელიც საკითხზე აქტიურად მუშაობს სტატიისთვის JRC –ს გვაწვდის ინფორმაციას, რომ ინვაზიური მავნებლის ბზის ალურას (cydalima perspectalis-ლათიურად) გამოჩენით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის შემდეგ, აფხაზეთში ყოველწლიურად ფიქსირდება ახალ-ახალი სახეობის მავნებელი, და რამდენადაც არ ცდილობენ სპეციალლისტები პარაზიტთან გამკლავებას, დღეს უკვე ყველა ერთხმად ირწმუნება რომ, აზიური ფაროსანა აფხაზეთში დარჩება სამუდამოდ.

აფხაზეთის თხილი

სოფლის მეურნეობას კოლოსალური ზიანი მიადგა, და ეს არა მხოლოდ აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში, არამედ მთელს ტერიტრიაზე.

მავნებლის შესახებ ინფორმაციია მოგვაწოდა აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტრამა რომან დბარმა.

რაც შეეხება პრეპარატებს, ჩვენი აფხაზი კოლეგის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წელს და მიმდინარე წლის გაზაფხულზე მავნებელთან ბრძოლისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე დარიგებული პრეპარატები ქართული წარმოებისაა, შესაბამისი ქართული წარწერებით.  პესტიციდები საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეედინებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, თუმცა კონკრეტულად რომელი, უცნობია.

მავნებლის მიერ აფხაზეთში შექმნილი ვითარება, არაერთხელ განიხილებოდა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, სადაც „აფხაზი სპეციალისტები მიუთითებდნენ ეკოლოგიურ კატასტროფაზე და ერთობლივი ღონისძიებების აუცილებლობაზე“. მავნებელმა უდიდესი ზარალი მოუტანა გიულშირის, გალის და ოჩამჩირის რაიონებს.

ექსტრემალური ზომების მიღების გარეშე, რამდენიმე წელიწადში აფხაზეთში პალმები აღარ იქნება – პალმის აზიური ცხვირგრძელა

წლების წინ მავნებელმა მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქნმა საქართველოში წაბლის ნარგავებს, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ნარგავები უდიდესი საფრთხის წინ დადგა, თუმცა აფხაზი კოლეგის ცნობით, წაბლის გამანადგურებელ მავნებელთან ბრძოლა დროებით შეჩერებულია, გამომდინარე იქედან რომ უფრო მწვავე პრობლემა წარმოიშვა – პალმის აზიური ცხვირგრძელა (Rhynchophorus ლათ.) ახლა აფხაზეთში, რიგით მოქალაქეებთან ერთად ყველა ძალა მასთან საბრძოლველად არის მიმართული.

ასევე შეიძლება აღინიშნოს, (ამბობს კოლეგა ჟურნალისტი აფხაზეთიდან) – საკარანტინო და ფიტოსანიტარული სამსახურების ძალიან სუსტი მუშაობა. „ერთმა შემოუშვა ქვეყანაში ნარგავები მავნებლით, მეორემ დროულად არ გაითვალისწინა რისკები და არ დაიწყო მავნებელთან ბრძოლა.“

საქართველოს ხელისუფლება საერთო პრობლემების დასაძლევად აფხაზების დახმარებას ცდილობს. ამის თაობაზე ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვთხოვეთ გაეზიარებინა  ინფორმაცია.

ჩვენს კითხვაზე, აზიურ ფარისანასთან და წაბლის დამაზიანებელ მავნებელთან საბრძოლველად ახორციელებს თუ არა სახელმწიფო ღონისძიებებს ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებულ მთავრობასთან თანამშრომლობით ? სააგენტო აცხადებს, რომ ინფორმაციის გაცვლა მავნებლებთან და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ხორციელდება ქართველ  და აფხაზ სპეციალისტებს შორის ძირითადად საერთაშორისო კონფერენციების  ფორმატში. “უნდა აღინიშნოს რომ გაიმართა  შეხვედრები  იტალიასა  და ჩეხეთში, სადაც მონაწილეობდნენ მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფხაზეთიდანაც. აღნიშნულ კონფერენციაზე  მოხდა ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით.”

თუმცა, აფხაზი ჟურნალისლტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პრეპარატი რომლითაც იწამლება აზიური ფაროსანა სუსტია და გარემოსთვის საზიანო, აქვს თუ არა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამის შესახებ ინფორმაცია?

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ საქართველოში  გამოიყენება ამერიკის  და ევროპის   წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლის ეფექტიანობაც და გარემოზე ზემოქმედებაც შესწავლილია.   უნდა აღინიშნოს რომ 2018 წელს ჩატარებული წამლობის შედეგად, საკმაოდ უხვი და ხარისხიანი სიმინდის   მოსავალი მიიღეს ფერმერებმა სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში, ასევეა ციტრუსთან დაკავშირებით როგორც აჭარაში ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. აგრეთვე კარგი შედეგი დაფიქსირდა იმ კულტურებშიც სადაც სახელმწიფოსთან ერთად ღონისძიებები ჩაატარეს ფერმერებმაც.

აფხაზეთში დარგის სპეციალისტებს ეშინიათ, რომ  აზიური ფაროსანა სამუდამოდ დარჩება მათ ტერიტორიაზე, ქართველი სპეციალისტების აზრით მავნებლის, სრულად მოსპობა  შეუძლებელია, მთავარია მისი გამრავლების რეგულრება და კონტროლი ისე, რომ ეს არ იყოს დამაზიანებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, ქართულ მხარეს შეუძლია აფხაზ კოლეგებს შესთავაზოს ფაროსანასთან ბრძოლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებული გამოცდილება და მეთოდოლოგია. ამისათვის საჭიროა ორმხრივი კომუნიკაციების აღდგენა და ამაში მედიას შეუძლია თავის წვლილის შეტანა.

პალმის აზიური ცხირგრძელა – არის ნომერ პირველი პრობლემა დღეს აფხაზეთში, რა ხდება ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე?

აღნიშნული მავნებელი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ არის დაფიქსირებული, თუმცა  ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვება და მონიტორინგი.

სამშვიდობი პოლიტიკა

საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა- ეს და კიდევ 7 ამოცანა საქართველოს მთავრობის შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახლემწიფო მინისტრის აპარატის ხედვის ერთ-ერთი კომპონენტია. ამ სტრატეგიის ნაწილია, სახელმწიფო ინიციატივაც „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის ფარლებშიც 22 ნოემბერს, 2018 წ. გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებისათვის ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამუშავდება.

ჩვენს კითხვაზე, გარდა აღნიშნული ინიციატივისა, რომელი ერთობლივი პროექტები ხორციელდება სეცესირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობით, სახალხო დიპლომტიის ფარგლებში? სახელმწიფო მინისტრის  აპარატიდან შემდეგი პასუხი მოგვაწოდეს:

“სახელმწიფო მინისტრის აპარატი იყენებს ყველა შესაძლებლობას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან კომუნიკაციის განხორციელებისთვის და აქტიურად მუშაობს დიალოგისა და ნდობის აღდგენის ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის, აგრეთვე მხარს უჭერს და ხელს უწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩართულობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიერ სხვადასხვა ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას.

2018 წლის განმავლობაში განხორციელდა არაერთი ნდობის აღდგენის პროექტი განათლების, აფაზური ენის განვითარების, ჯანდაცვის, ახალგაზრდების ურთიერთობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, არქივების, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა მიმართულებით”.

სამშვიდობო ჟურნალისტიკა

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი, ორგანიზაცია რომელსაც მე წარმოვადგენ წლებია აფხაზ ჟურნალისტთან თანამშრომლობს საერთო თემების გაშუქებისთვის და საზოგადოების მეტი ინფორმირებისათვის, საზოგადოებას სჭირდება სასარგებლო ინფორმაცია, და არ აქვს მნიშვნელობა რომელ ხაზს მიღმა ცხოვრობს ის.

როგორ ესმის სამშვიდობო ჟურნალისტიკის განსაზღვრება „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარეს?- ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ:

„ნამდვილი ჟურნალისტიკა ყოველთვის სამშვიდობოა, ყოველი ნაწარმოები, წესით , უნდა იქმნებოდეს იმ მიზნით, რომ მისი გამოქვეყნების, გავრცელების შემდეგ – უკეთესი დღე დადგეს. თანამედროვე მედიასივრცეში სამშვიდობო ჟურნალისტიკის ამოცანა კიდევ უფრო გართულებულია და უმეტესად სიმართლის, ფაქტების მოძიებას, გადამოწმებას და მიწოდებას მოიცავს, რადგან კონფლიქტისა და ,,ომის პირველი მსხვერპლი სიმართლეა“. ამასთან, მნიშვნელოვანია მკაფიოდ გაივლოს ზღვარი სამშვიდობო ჟურნალისტიკასა და მაგალითად ,,მშვიდობის პროპაგანდას“ შორის, რადგან არ აქვს მნიშვნელობა – რა მიზნით ხდება ფაქტის დამახინჯება, მანიპულირება, თუნდაც ეს დაპირისპირებული მხარეების მორიგების მიზანი იყოს, ის ვერ მოიტანს დადებით შედეგებს საზოგადოებისთვის, რადგან ტყუილზე, პროპაგანდაზეა დაფუძნებული.“

ბევრი მსჯელობა იმართება საკუთრივ „სამშვიდობო ჟურნალისტიკის“, როგორც ცალკეული მიმართულების როლზე ან საერთოდაც, ამგვარი ფორმულირების  მართებულობის თაობაზე. ბევრია საინტერესო მოსაზრება. ჩემთვის, ამ ეტაპისთვის ყველაზე დამაფიქრებელი ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ექსპერტის შეხედულებაა- „არა ტერიტორიები, არამედ ხალხი- შეეცადეთ კონფლიქტი განიხილოთ ამ ჭრილიდან-ყველაფერი თავდაყირა დგება“.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) მეშვეობით, საშუალება მომეცა უფრო ახლოს გავცნობოდი სამშვიდობო ჟურნალისტიკის საფუძვლებსა და მიდგომებს, როდესაც მონაწილეობა მივიღე სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან ერთობლივ დისკუსიებში რეგიონში კონფლიქტების პრევენციაში მედიის როლზე. ეს შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (Global Partnership for Prevention of Armed Conflict) პროგრამის ფარგლებში მოხდა. ვთვლი, რომ ჩემი როგორც ჟურნალისტის და JRC–ს მიდგომა ნდობის აღდგენის ხელშეწყობაში, დიდწილად ეხმიანება GPPAC მიდგომებს, რომელთაგანაც ერთ ერთი გულისხმობს  კონფლიქტების პრევენციაში სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციონალურ ჩართულობას და JRC როგორც მედია გაერთიანება და ინსტიტუცია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

წინამდებარე მასალაში გამოთქმული მოსაზრებები არის ავტორისეული და შესაძლოა არ გამოხატავდეს EBRD-ის შეხედულებებს.

ავტორი:

ნინა ხელაძე