თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

შესაძლებლობები შეუზღუდავია, თანაბრად ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის, – ეს წინადადებები შესაძლოა ხშირად გვსმენია, თუმცა რა კეთდება ამ შინაარსის ხორცშესხმისთვის შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს.

 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერების და თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოსთვის ევროკავშირი წლებია არაერთი მიმართულებით მუშაობს. მათ შორისაა მიმდინარე პროექტი “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“, რომელიც მხარს უჭერს შშმ პირთა უფლებებს, ხელს უწყობს მათი რთული მდგომარეობის გაუმჯობესებას  და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების, სასწავლო და პროფესიულ კომპეტენციების განვითარებას, სამუშაოს მოსაძებნად, ბიზნესის შესაქმნელად ან უსაფრთხო დასაქმების გარემოს მისაღწევად.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp