ზაფხული


აგრო თემების სეზონური კალენდარი ჟურნალისტებისთვის საორიენტაციოდ (თემები უნდა

გადამოწმდეს მუნიციპალიტეტის მიხედვით აგრო სპეციალისტებთან)

ივნისი, ივლისი, აგვისტო

1. მოვლის ღონისძიებები მემცენარეობაში-მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურები, სათბურები,

მოსავლის აღების ღონისძიებები. ხორბალი, კარტოფილი, ბოსტანი, მარცვლეული კულტურები.

2. ნეგატიური და პოზიტიური სელექცია საკუთარი წარმოების სათესლე მასალის მისაღებად.

3. სეტყვისგან დაცვის მეთოდები მრავალწლიან კულტურებში. M

4. მზის საშრობები და მშრალი ხილისა და ბოსტნეულის მიღება

5. ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე-წველა ცხვრის/თხის. გუდის ყველის

მომზადება

6. აგვისტოს პირველი რიცხვები-ბატკნის პარსვა, სექტემბრის პირველი რიცხვები-ზრდასრულის პარსვა

 

აგვისტო, სექტემბერი

1. ცხვრის (მოზარდი) დეჰელმინთიზაცია

2. მთიდან ბარში გადმორეკვისთვის მომზადება, ვაქცინაცია, რევაქცინაცია.

3. ნერბვა (დამაკება)/ ცხვრის დამუშავება

4. ბრუცელოზზე გამოკვლევა – სექტემბერი

5. საშემოდგომო კულტურებისათვის ნიადაგის მომზადება და თესვა

 

წლის ნებისმიერ დროს კარგია გაშუქდეს ფარულ მასტიტზე შემოწმების პრაქტიკა, რასაც ჰქვია საველე

ტესტი, რომლის შედეგადაც ფერმერი პასუხს იღებს 2-3 წუთში