ზამთრის კურორტებზე კვების 33 ობიექტში დარღვევეი აღმოაჩინეს

ზამთრის კურორტებზე დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა 57 საზოგადოებრივი კვების ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც 33 ობიექტი სხვადასხვა დარღვევისთვის (ეტიკეტირება, მიკვლევადობა, ვარგისიანობის ვადა)   დაჯარიმდა, 7 შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა შეუსაბამობებს, რის გამოც კვების ობიექტებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ბიზნესოპერატორები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სწრაფი რეაგირების მიზნით ცხელ ხაზზე დარეკვას ურჩევს –  ცხელი ხაზი: 1501

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp