ვის მიენიჭება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების პირობები საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით განისაზღვრა. დადგინილების მიხედვით, მშობელმა მრავალშვილიანის სტატუსის მისაღებად  განაცხადი იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში უნდა წარადინოს. დადგენილებით, მრავალშვილიანად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი დედაც და მამაც.

სტატუსის დადგენა სრულიად უფასოა და გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს მიიღება.

სერვისს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს.