ვეტერინარია

2014 წლის თებერვალში საქართველო 44 ქვეყანას შორის მიუერთდა ახალი გლობალური თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებთან (როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა) ბრძოლის ერთიანი სისტემის შემუშავებას. ამ სისტემაში ვეტერინარია წამყვანი მიმართულებაა. ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით ბოლო 2 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმები და სამომავლო სტრატეგია სწორედ “ერთიანი ჯანმრთელობის” პრინციპს ეფუძნება. ამდენად, დღევანდელი გადასახედიდან, ვეტერინარიის როლის შეფასებისას, სრულიად სამართლიანია ერთ-ერთი მეცნიერის მოსაზრება, რომ მედიცინა კურნავს ადამიანს, ხოლო ვეტერინარია – კაცობრიობას.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო აღმასრულებელი უწყება 2011 წლიდან სურსათის ეროვნული სააგენტოა. ის ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ყველა აქტივობისა და კომპონენტის კოორდინაციას უზრუნველყოფს, რეაგირებს ადგილობრივ საჭიროებებსა თუ საერთაშორისო მოთხოვნებზე. პასუხისმგებელია შესაბამისი ანგარიშების მომზადებასა და დონორების აქტივობების სინთეზზე.

ვეტერინარიასთან დაკავშირებულ მოთხოვნები შემუშავებულია ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიდემიულოგიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების ასაცილებლად, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველთა კეთილდღეობისათვის.

ეს მოთხოვნებია: ქვეყნის დაცვა გადამდები დაავადებების გამომწვევების შემოჭრის, შემოტანისა და გავრცელებისგან; ზოონოზური დადავადებებისგან მოსახლეობის დაცვა; ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა და კონტროლი; ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება; ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების სერტიფიცირება; ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და სხვ.

ცხოველთა კეთილდღეობაზე მუშაობენ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები: ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვ.

ვეტერინარის უფლება-მოვალეობებს არეგულირებს კანონმდებლობა, სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ვეტერინარის უფლება-მოვალეობანი, დანიშნულება, მიზანი და ამოცანები. ვეტერინარმა უნდა იცოდეს, რომ მის მიერ დაშვებული შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს არა მხოლოდ ცხოველისთვის, არამედ ადამიანისათვის. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საშიშ გადამდებ დაავადებებს, რომლებიც საერთოა ადამიანისა და ცხოველისათვის (ჯილეხი, ყვავილი, თურქული, ცოფი, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, ტრიქინელოზი, ექინოკოკოზი, ფინოზი და სხვა).

  • იხ. სურსათის-ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი http://nfa.gov.ge/files/sursatis_cxovelis_sakvebis_uvneblobis_veterinariisa_damcenareta_dacvis_kodeqsi.pdf
  • იხ. 2012 წლის 7 მარტის 90 დადგენილება ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ და მთავრობის 55 დადგენილება ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის სპეციალური წესის შესახებ / http://nfa.gov.ge/files/mtavrobis%20dadgenilebebi/55.pdf

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დიდი ნაწილი ვეტერინარიაზე მოდის. 2014 წლიდან გარკვეული რეგულაციები შესრულდა, თუმცა, დიდი ნაწილი სამომავლოს სტრატეგიაშია გაწერილი. ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოველთა ჯანმრთელობისა და ვეტერინარული კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით გარკვეული რეფორმები გატარდა. კერძოდ:

  • განხორციელდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეფორმირება და ეს უწყება ვეტერინარულ სფეროში კომპეტენტურ ორგანოდ ყალიბდება, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტებზეა აგებული.
  • ფუნქციონირებს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/61474. მთავრობა მიზანმიმართულად მუშაობს ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.
  • განახლდა გარკვეული კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; შემუშავდა და ძალაშია ცხოველთა (მსხვილფეხა, წვრილფეხა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესი.
  • იხ. 2014 წლის 31 დეკემბრის 764 დადგენილება მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციარეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ / https://matsne.gov.ge/ka/document/view/2668783
  • 2015 წლის 27 მაისის დადგენილება მწვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციარეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ/ http://nfa.gov.ge/files/wvrilfexa_pirutyvis_irentifikacia.pdf
  • ვეტერინიის სფეროში მოქმედი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული სუბიექტების ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და აღიარების წესი რეგულირდება სურსათის /ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და საჯარო რეესტრის კანონით.
  • იხ.მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილება ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ. http://nfa.gov.ge/files/_%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98.pdf
  • ყველა სასაკლაოზე განწესდა სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ახდენს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ შემოწმებას შესაბამისი ჯანმრთელობის ნიშანდებით.
  • იხ.2012 წლის 7 მარტის 90 დადგენილება ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ / http://nfa.gov.ge/files/90.pdf
  • იხ. მთავრობის 55 დადგენილება: ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ / http://nfa.gov.ge/files/mtavrobis%20dadgenilebebi/55.pdf
  • იხ. 2013 წლის 31 დეკემბრის მთავრობის №444 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის – „საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმებისა და ხორცისა და ხორცის პროდუქტების ვეტერინარულსანიტარიული ექსპერტიზის წესებისდამტკიცების შესახებ. http://nfa.gov.ge/files/saklavi_cxovelebis.pdf
  • გაუმჯობესდა ლაბორატორიებისა და ოფისების საბაზისო ინფრასტრუქტურა.
  • დაიწყო კერძო ვეტერინარული ასოციაციების ჩამოყალიბება.
  • განისაზღვრა მეფუტკრეობაში აკრძალული პრეპარატები.
  • იხ. http://agro.ge/index.php?m=1312
  • სააგენტო კონტრაქტის საფუძველზე კერძო ვეტერინარების ქირაობს;
  • კოლეჯებში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა ვეტერინარის სპეციალისტის მოდულები.
  • განახლდა მეორად კანონმდებლობაზე მუშაობა.
  • განისაზღვრა ცხოველთა საკარანტინო წესები.
  • იხ. 2013 წლის 31 დეკემბრის მთავრობის №420 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველთა საკარანტინო წესებისდამტკიცების შესახებ. http://nfa.gov.ge/files/420.pdf
  • იხ. ბრძანება №2-217 ,,და ,,ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურსაკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/61474

ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში შესრულებული ღონისძიებები იხ http://agro.ge/index.php?m=1311

2020 წლამდე გაწერილია ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებით პროგრამის

ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული საკანონმდებლო აქტივობები.

დაავადებების აღმოჩენის, კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზეგავლენის შეზღუდვის კუთხით სირთულეები კვლავ რჩება. ეს პრობლემები კი ნაკლებეეფექტიანს ხდის ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს. კერძოდ:

  • ფერმერთა (სოფლის მოსახლეობა) ცოდნის, უნარების დაბალი დონე.
  • დაავადების დაგვიანებულ დიაგნოსტიკა, მხარეებს დაავადებათა შეტყობინების მოტივაცია აკლიათ. ფერმერი (გლეხი) არ არის სახელმწიფოს პარტნიორი ამ საკითხში.
  • არ არსებობს დაავადებათა კონტროლის საკომპენსაციო სქემა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ხიდჩატეხილობის პრობლემას.
  • ხანდაზმული ვეტერინარების მაღალი პროპორცია. მცოდნე, უნარიანი და კომპეტენტური ვეტერინარული მომსახურების პერსონალის დეფიციტი.
  • არაადეკვატური სისტემები ეპიდემიურ აფეთქებებზე რეაგირებისათვის
  • კერძო ვეტერინარიის დაბალი განვითარება.
  • აქტუალური დაავადებების მაღალი მაჩვენებელი, ახალი დაავადებების წარმოქმნის დიდი ალბათობა.
  • არაადეკვატური ვეტერინარული საგანმანათლებლო აკრედიტაცია, მუდმივი განათლება, ცოდნის გაგრძელების მოთხოვნილების არარსებობა.

სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში, ფრინველში, სხვადასხვა სახის დაავადებები გვხვდება, რაც თავის მხრივ იწვევს პროდუქტიულობის დაქვეითებას, ზოგჯერ კი სიკვდილს.

დაავადებები შეიძლება იყოს არაგადამდები და გადამდები. გადამდები დაავადებები თავის მხრივ იყოფა ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებად. ინფექციურ დაავადებებიდან უნდა გამოიყოს ისეთი დაავადებები, რომლებიც საშიშია ცხოველისათვის და ადამიანისათვის: ციმბირის   წყლული (ჯილეხი), თურქული,   ბურცელოზი,   ტუბერკულოზი, ცოფი, ემკარი, პასტერელოზი და სხვა.

ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, რათა თავიდან ავიცილოთ პირუტყვის დაინფიცირება და დაავადების გავრცელება. სახელმწიფო პირუტყვს ცრის რამდენიმე დაავადებაზე (თურქული, ჯილეხი, ნოდულარული დერმატიტი, ცხვრის ყვავილი, ბრუცელოზი), დანარჩენ დაავადებაზე ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს ცხოველის (ფრინველის) მეპატრონემ ვეტერინარი ექიმის დახმარებით.

საქონლის დაავადებები

ჯილეხი (ციმბირის წყლული) – განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ზოონოზური ინფექციური დავადებაა; დაინფიცირების წყარო: ინფიცირებული საძოვრები და წყალი, სისხლი, ლორწო. ადამიანისთვის: პირუტყვთან შეხება: სისხლი, ლორწო, ხორცი, დაკვლისა და ხორცის დამუშავების პროცესი.

პირუტყვში აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, ინტოქსიკაცია, უმადობა, წველადობა იკლებს, ამ სიმპტომების შემდეგ საქონელი 2-3 დღეში კვდება. პირუტყვის დაცემის ადგილი უნდა დამუშავდეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით, ტერიტორიაზე უნდა დაიდგას სპეციალური ნიშანი. ლეში უნდა დაიწვას სპეციალურ ღრმა ორმოში. ხორცის გაყიდვა არ შეიძლება. ბაცილის რეზისტენტულობა იმდენად მაღალია, რომ მინუს 10 გრადუსზე ძლებს 24 დღე, ხოლო გაყინული ხორცი მინუს 15 გრადუსზე 15 დღის განმავლობაში; მიწაში ბაცილამ შეიძლება იცოცხლოს საუკუნეები.

ვაქცინაცია ტარდება სახელმწიფოს მიერ წელიწადში ორჯერ, თუმცა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ატარებს მეპატრონე ვეტერინარის დახმარებით. ვაქცინაცია იცავს პირუტყვს 100%-ით.

ადამიანებს შორის ჯილეხი ყველაზე კარგად გამოვლინდება კანზე, ჩნდება წყლულები. ახასიათებს სისხლის ღებინება, მწვავე დიარეა, ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთება და მადის დაკარგვა. ინფექცია შეიძლება განიკურნოს, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 25% -დან 60% -მდე. 2013 წელს საქართველოში ადამიანში ჯილეხის დადასტურების 105 შემთხვევა დადასტურდა.

სააგენტოს მიერ ჯილეხზე იცრება 1 523 000 სული ამთვისებელი ცხოველი, აქედან: 500 000 სული მსხვილფეხა პირუტყვი, 650 000 სული წვრილფეხა პირუტყვი, 10 000 სული კენტჩლიქიანი ცხოველი;

თურქული – მაღალკონტაგიოზური, მწვავედ მიმდინარე ვირუსული ინფექციური დაავადებაა. აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, კვების შეწყვეტა, წველადობის შემცირება, გამონაყარი პირის ღრუში, დაავადება ჩლიქების და ცურის.

სიმპტომები ადამიანებში: ცხელება, გულისრევა, ღებინება, დაღლილობის შეგრძნება, დისკომფორტი, მადის დაკარგვა, გაღიზიანება ახალშობილებში. კანის დაზიანებები გამონაყარის სახით განვითარებული, ლურჯი ლაქები და მუწუკები, ბუშტუკები ხელზე, ფეხის ძირებსა და ზოგჯერ ტუჩებზეც.

ინფექციის წყარო პირუტყვისთვის შესაძლებელია იყოს: ვირუსული დაინფიცირება. ადამიანისთვის: საქონელთან კონტაქტის შედეგად: სისხლი, ლორწო, ხორცი, დაკვლისა ან ხორცის დამუშავების პროცესი.

პირუტყვის ლეში უნდა დაიწვას სათანადოდ ღრმა ორმოში. იმ ტერიტორიაზე, სადაც პირუტყვი დაეცა უნდა დამუშავდეს ხსნარებით.

თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაციის ფარგლებში წელიწადში ორჯერ იცრება 1 650 000 ამთვისებელი ცხოველი (აქედან 1 000 000 სული მსხვილფეხა და 650 000 სული წვრილფეხა პირუტყვი);

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში ვკიხულობთ, რომ 2020 წლისთვის

საქართველო იქნება თურქულისგან თავისუფალი ქვეყანა.

ბრუცელოზი: განსაკუთრებით საშიში ზოონოზური ინფექციური დავადებაა. ის ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა საქართველოში, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. ბაქტერია ბრუცელა აავადებს საქონელს, თხას, ძაღლებსა და ღორებს.

ხშირად ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს გარეგნული სიმპტომების გარეშე. მას ახასიათებს: სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, აბორტი და საშვილოსნოს ყელის ანთება, ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-2 კვირა და ზოგჯერ მეტიც.

დაინფიცირებული ხორცი საკვებად გამოიყენება 70 გრადუსზე დუღილისადა 40 გრადუსზე გაყინვის შემდეგ, ხოლო სუბპროდუქტები (ფილტვი, გული, თირკმელი, თავი და ა.შ) უნდა განადგურდეს.

ინფექციის წყარო: დაინფიცირებული უმი ხორცი, არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები, პირუტყვის „მოგდებულ“ ნაყოფთან, პლაცენტასთან, ვაგინალურ გამონადენთან შეხება. ასევე, თუ ადამიანი ჭრილობით ეხება ინფიცირებულ პირუტყვს.

ადამიანში ბრუცელოზის კლინიკური სიმპტომები: წყვეტილი, “ტალღოვანი” ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება, დეპრესია, ღრმა სისუსტე, ართრალგია, მიალგია, წონაში დაკლება, ეპიდიდიმიტი, ღვიძლის დაავადება, ენდოკარდიტი, კოლიტი, მენინგიტი მამაკაცებში და სპონტანური აბორტი ორსულ ქალებში, ბრუცელოზი გრძელდება დღეები და თვეები, და საკმაოდ ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე, თუმცა სიკვდილიანობის დონე ძალიან დაბალია. ბრუცელოზის მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა სრულიად განკურნება არა.

ეფექტური გზა დაავადების თავიდან ასაცილებლად არის ვაქცინაცია. იცრება 4-8 თვის ხბოები და მოზარდები წლის ნებისმიერ დროს. ფერმერებმა უნდა უზრუნველყონ ლაბორატორიული ტესტი წელიწადში ორჯერ, ბუღებისთვის 3 თვეში ერთხელ.

სახელმწიფომ შეიმუშვა ამ დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია, რომლის ფარგლებში სააგენტო ატარებს პირუტყვის მასიურ კვლევებს, მათ შორის პათოლოგიური მასალის კვლევას ტიპიზაციის მიზნით, რის შემდეგაც დაიწყება აცრები.

ბრუცელოზზე საეჭვო კლინიკური ნიშნების გამოვლინების შემთხვევაში ხორციელდება იძულებითი ღონისძიებები.

ტუპერკულოზი: ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა;

ცხოველებში იგი როგორც წესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შინაგან ორგანოებში სპეციფიკური კვანძების განვითარებით; დაავადების გართულების დროს დამახასიათებელი ნიშნებია: სიგამხდრე და სასუნთქი ორგანოების დაზიანება, ასევე დაზიანებები ჩნდება ცურზე და ლიმფურ კვანძებზე, ხშირად ზიანდება ფილტვები და ლიმფური კვანძები. ინფექციის წყარო: დაავადებული ცხოველი, ბუნებრივი გამონადენები, მათ შორის რძე; გადაცემის გზები: უშუალო კონტაქტი (აეროგენული), დასვრილი საგნები; ავადდება: მრავალი სახის შინაური ცხოველი და ფრინველი და ადამიანი. პროფილაქტიკა: სწორი კვება და ჰიგიენის ნორმების დაცვა.

ნოდულარული დერმატიტი: განსაკუთრებულად საშიში ვირუსული ინფექციური დაავადება. სიმპტომები: ცხელება, კანზე სპეციფიკური კვანძების (ნოდულების) წარმოქმნა. უმადობა, ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდის ახურებაში, ბუღა კარგავს განაყოფიერების უნარს. ინფექციის წყარო: დაავადებული ცხოველი. გადაცემის გზები: ტრანსმისიული (მწერების საშუალებით) უშუალო კონტაქტი ცხოველის გვამი იწვება და იმარხება მიწაში. რძე არ გამოიყენება. არაკეთილსაიმედო ადგილებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია და დეზინსექცია.

დაავადების პრევენცია: არაკეთილსაიმედო ადგილებში ტარდება პროფილაქტიკური ვაქცინაცია. სააგენტოს მიერ იცრება 200 000 სული მსხვილფეხა პირუტყვი.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება – ფართოდ გავრცელებული ვირუსულ ზოონოზური დაავადება დაავადება. ინფექციის წყარო: დაინფიცირებული ცხოველი, 20-მდე სახეობის ტკიპა, ცხოველებში მიმდინარეობს ძირითადად უსიმპტომოდ.

ადამიანებში აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, კისრის, თავის, ზურგის ან წელის ტკივილით, თვალების ანთება და ფოტოფობია (სინათლის შიში). ასევე, სისხლჩაქცევებით გამოწვეული გამონაყარი ლორწოვან გარსებსა და კანზე. დაავადების მეხუთე დღის შემდეგ მძიმედ ავადმყოფებს შეიძლება დაეწყოთ თირკმლების ფუნქციების სწრაფი მოშლა და ღვიძლის ან ფილტვების უეცარი უკმარისობა. გამოჯანმრთელების პერიოდი გრძელდება 1 თვიდან 1-2 წლამდე. ლეტალობის კოეფიციენტი 40%, სიკვდილი დგება დაავადების მეორე კვირას.

პრევენცია: ტკიპებთან ბრძოლა აკარიციდების მეშვეობით – პირუტყვი დამუშავდეს წელიწადში ორჯერ. ასევე მინდვრებში, პირუტყვის სადგომებში სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების დროულად ჩატარება. ვაქცინა არ არსებობს. ადამიანის დაავადების გამოვლენის ადგილებში სოფლის მიმდინარე საძოვრები უნდა დამუშავდეს დეზაკარიზული პრეპარატით წელიწადში ორჯერ.

ცხვრისა და თხის ყვავილი – მაღალკონტაგიოზური ვირუსული და ინფექციური დაავადება. სიმპტომები: კანსა და ლორწოვან გარსზე გამონაყარი. ყვავილი დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეცხვარეობას. ფარაში მოკლე დროში ავადობამ შეიძლება 100%-ს მიაღწიოს. ბატკანში განფენილი და ჰემორაგიული ყვავილის დროს ლეტალობა 100%-მდეა. ინფექციის წყარო: ავადმყოფი ცხოველი, რომელიც ვირუსს გარემოში გამოყოფს სხვადასხვა გამონადენებითა და ფუფხების ნაფრცქვენით. გადაცემის გზები: ავადმყოფ ცხოველთან და დასვრილ საგნებთან კონტაქტი. მკურნალობა: არაკეთილსაიმედო და საშიშროების ქვეშ მყოფ ზონებში ტარდება ვაქცინაცია. პროფილაქტიკური ვაქცინაციის ფარგლებში წელიწადში ორჯერ იცრება 650 000 წვრილფეხა ცხოველი. ვრცლად ცხვრის დაავადებები იხილეთ: http://agro.ge/index.php?m=1294

განსაკუთრებით საშიში დაავადებით დაცემული საქონლის გასანადგურებლად ქვეყანაში არსებობს სპეციალური წვის ღუმელი – ინსინერატორი. ის დამონტაჟებულია ქვემო ქართლსა და იმერეთში და სპეციალური მანქანებით მოხდება ადგილამდე ლეშის გადატანა. აქამდე დაავადებისგან დაცემული ცხოველი სპეციალურ სამარხებში იმარხებოდა.

ღორის დაავადებები

ყველაზე გავრცელებული დაავადებებია აფრიკული ჭირი, კლასიკური ჭირი, წითელი ქარი. 2015 წელს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში შემუშავდა აფრიკულ და კლასიკურ ჭირთან ბრძოლის წესები.

კლასიკური ჭ რი – ბუნებრივ პირობებში, ღორის ჭირით ავადდებიან ყველა ასაკის შინაური და გარეული ღორები. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული და დაავადებაგადატანილი, ვირუსმატარებელი გარეული და შინაური ღორები. ვირუსმატარებლობა გრძელდება 3-10 თვის განმავლობაში.

ღორის ჭირის მწვავე და ქვემწვავე ფორმისათვის დამახასიათებელია: ცხელება, მძიმე დეპრესია, კონიქტივიტი, რინიტი, შეკრულობა და ფაღარათი, კორდინაციის დარღვევა, წერტილოვანი სისხლცაქცევები კანზე, მუცელზე, კისერზე, ბარძაყის შიდა მხარეს, სილურჯე, ფილტვების ანთება, ტემპერატურის აწევა, მწვავე ფორმისას ცხოველი 2-10 დღეში კვდება, ქვემწვავე ფორმის დროს კი 10-12 დღეში. პრევენცია – ვაქცინაცია.

აფრიკული ცხელება მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება დასენიანებულ, ან ვირუსმატარებელ ღორებთან ჯანმთელი ღორების კონტაქტით. ინფექცია გადააქვთ მწერებს, ტკიპებს, მტაცებელ ფრინველებს, აგრეთვე ძაღლებს. დაავადებული ცხოველი მალე კვდება. ლეტალობა 98-100%-ია. დაავადების შემთხვევაში ღორს ეწყება ქოშინი, ტემპერატურა ადის 42 გრადუსამდე, ეკარგება მადა, უვითარედება უკანა კიდურების დამბლა, სისხლიანი ფაღარათი, ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი, ყურებსა და დინგზე კანი ულურჯდება. ვირუსი გროვდება ლიმფურ კვანძებში და აზიანებს ორგანოებს, ღვიძლს, ელენთას, ფილტვებს, ძვლის ტვინს. ცხოველი კვდება. ვაქცინაცია არ ტარდება. აღმძვრელის შეტანის თავიდან ასაცილებლად წესდება მკაცრი სასაზღვრო კონტროლი. იხ.http://nfa.gov.ge/files/kanonebi/matsne-2541840.pdf

           იხ.http://agro.ge/index.php?m=1286

ბოცვრის დაავადებები

ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია – ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება ყველა ორგანოში ჰემორაგიული დიათეზით. უფრო ხშირად ავადდება I თვიდან ზევითმოზარდი. ვირუსი მიეკუთვნება კალიცივირუსის ოჯახს, იღუპება 50 გრადუსზე 60 წუთში. 40 გრადუსზე ძლებს 1 წელი; გადაეცემა საკვებით, წყლით, ქვეშსაფენით, ტყავით და ტანხორცით. ავადდება ყველა ასაკის მოზარდი; ლეტალობა – 100 %-ია; დასნებოვნებული კურდღლები იხოცებიან 3-5 დღეში. ადრეული კლინიკა თითქმის არ ახასიათებს. სიკვდილის წინ – ცხვირიდან სისხლიანი ან მოყვითალო გამონადენი, სხეული ტემპერატურა 41 გრადუსი; კურდღელი იწყებს ცახცახს და კვდება. პროფილაქტიკა – იმუნიზაცია კომბინირებული ცოცხალი ვაქცინით.

მიქსომატოზი – ვირუსული დაავადება, ხასიათდება თვალების დაზიანებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში სიმსივნური კვანძების წარმოქმნით. ცხოველს ორივე თვალიდან გამოსდის ჩირქოვანი გამონადენი, ყურებში წარმოიქმნება ჩირქოვანი კვანძები. თავი აქვს შეშუპებული, ლორწოვანი გარსების სილურჯე. პროფილაქტიკა – იმუნიზაცია კომბინირებული ცოცხალი ვაქცინით.

ვრცლად ბოცვრის დაავადებები იხილეთ http://agro.ge/index.php?m=1309

ფრინველის დაავადებები

ფრინველისთვის ძლიერ საშიში და აქტუალურია რამდენიმე დაავადება, რომელთა ვაქცინაციაზე, პრევენციასა და მკურნალობაზე ზრუნავს მეფრინველე.

ნიუკასლი – ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული და დაავადებამოხდილი ფრინველი. ვირუსის გავრცელება ხდება გამოყოფილი სეკრეციებით, ექსკრემენტებით, კვერცხით და ამონასუნთქი ჰაერით. აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, მოძრაობის ორიენტაციის დარღვევა, გაფარათოვებული ჩიჩახვი, მყრალი სუნის სითხის დენა ჩიჩახვიდან, კვერცხდების შეწყვეტა, აბურძგლული ბუმბული, გალურჯებულ-გაშავებული ბიბილო. ფრინველის ჭირის საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. ერთადერთი გზა, დროული იმუნიზაციაა.

ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროგრამის ფარგლებში შემუშავდანიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკური და საკარანტინო ღონისძიებათა წესი, რომელი არეგულირებს სახელმწიფოსა და ფერმერის უფლება-მოვალეობებს დაავადების არსებობის შემთხვევაში.

გამბორო – მაღალკონტაგიოზური ვირუსული დააავადებაა, 2-20კვირის ასაკის წიწილებში. მწვავე მიმდინარეობისას ვლიდდება თეთრი წყალივით ფაღარათი,ბუმბულის დაბინძურება კლოაკის ირგვლივ, დეპრესია, ანორექსია და დაცემა. ტემპერატურა საწყის ეტაპზე მომატებულია,შემდეგ ქვეითდება. დიაგნოზს ადგენენ ფრინველის გაკვეთით. მკურნალობა არ არის შემუშავებული. პროფილაქტიკა ვაქცინაციაა 10 დღემდე ასაკის წიწილებში. ვრცლად ფრინველის დაავადებები იხილეთ: http://agro.ge/index.php?m=1301

თევზის დაავადებები

ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია – დაავადებას შეუძლია მთლიანად გაანადგუროს მეურნეობაში არსებული თევზი (როგორც მოზარდი, ასევე სასაქონლო თევზი). ვრცელდება იმ წყალთან ერთად, რომელშიც ბინადრობენ თევზები, აგრეთვე ქვირითთან, ინვენტართან, სხვადასხვა საგნებთან შეხებისას   და ა.შ. თევზებს აღენიშნებათ სხეულის საფარის გამუქება, თვალების   დასიება (გადმოკარკვლა), ანემია, მუცლის შებერილობა, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. პროფილაქტიკა – დიდი მნიშვნელობა აქვს თევზის გამოზრდისა და კვების ოპტიმალური პირობების დაცვას. წესდება მკაცრი კარანტინი.

ინფექციური ანემია დასნებოვნება ხდება წყლის მეშვეობით. დაავადებას იწვევს ვირუსი, რომელიც ჩაბუდებულია ავადმყოფი თევზის ღვიძლში, ელენთაში ან თირკმელებში.

ღვიძლი გადიდებულია, აქვს თეთრლაქებიანი ღია მოყვითალო შეფერილობა, მუცელი მოშვებული და ჩამოკიდებულია, წარმოიქმნება წყლამანკი. პროფილაქტიკა– მკვდარი თევზი ამოყავთ ტბორიდან, ტბორი დაბინძურებულ წყალს ცლიან და ახდენენ მის დეზინფექციას. მეურნეობაში წესდება მკაცრი კარანტინი.

ვრცლად თევზის დაავადებები იხილეთ:

ფუტკრის დაავადებები

ვაროატოზი – ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა. გამომწვევი – ტკიპები. ავადდება როგორც ბარტყი, ისე ფუტკარი. როცა ოჯახში ბარტყი არ არის ტკიპები სწყვეტენ გამრავლებას და ბარტყის გაჩენამდე პარაზიტობენ ფუტკრის სხეულზე. მცირე ღალიანობის დროს დაავადება პიკს აღწევს. ტკიპები იკვებებიან ბარტყის და ფუტკრის ჰემოლიმფით რის შედეგად იბადებიან უსიცოცხლო, მახინჯი, უფრთო ფუტკრები. ბარტყი ჭრელია. ტკიპებისაგან შეწუხებული ფუტკარი მოუსვენრობს, გუნდს ვერ ჰკრავს და გაღიზიანებულია,ზოგჯერ ემართება ფაღარათი. ძლიერი ინვაზიის დროს ოჯახები ტოვებენ სკას და ბუდეში რჩება უფუტკროთ თფლით სავსე ფიჭები. პირველ წლებში დაავადება არ ჩაანს, მეოთხე-მეხუთე წელს კი აშკარად ვლინდება და იწვევს ოჯახის განადგურებას, ამიტომ აუცილებელია სეზონურად პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.

აკარაპიდოზი – ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა. გამომწვევია მიკროსკოპული ტკიპი. ტკიპის ლოკალიზაციის ადგილი ფუტკრის გულმკერდის პირველი ტრაქეაა. მისი შეჭრა სასუნთქი სტიგმებიდან ხდება. დაავადება ვითარდება ზამთარში ფუტკრის გუნდში ყოფნის დროს და ვლინდება ადრე გაზაფხულზე. ზამთარში გუნდი იშლება, დასაწყისში ფუტკარი გაღიზიანებულია, აღინიშნება ფაღარათი, კუჭის გასაწმენდად გამოსული ფუტკარი ვერ ფრენს,მოწყვეტით ეცემა ძირს, დამახასიათებელი კლინიკური ნიშანია გაფარჩხული ასიმეტრიულად განლაგებული ფრთები. დაავადების გამოვლენისთანავე აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა.

ნოზემატოზი – გამომწვევი სპორა საკვებთან ერთად ხვდება ფუტკრის საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ლოკალიზდება შუა ნაწლავში და იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის შედეგად ფაღარათს. სკის შიგნითა კედლები, ფიჭები და ჩარჩოები დასვრილია ფეკალით. რომელთა გასუფთავებისას სპორები ხვდება ფუტკარში ალიმენტარული გზით. ჩარჩოების ამოღების დროს ფუტკარი ფიჭაზე ვერ მაგრდება და ცვივა. სკის ძირზე აღინიშნება დიდი რაოდენობით დახოცილი ფუტკარი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მანანა თაფლზე დაზამთრება, ხანგრძლივი ზამთარი და მაღალი ტენიანობა.

 

 

მოამზადა: რუსუდან გიგაშვილი