ვაცლავ ჰაველის სტიპენდია – ვადა 11.08.2020

გეოგრაფია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, უკრაინა, რუსეთი.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება  (RFE/RL) იღებს განცხადებს 2020-2021 წლისათვის ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდიის მისაღებად. პროექტის მიზანია – მხარი დაუჭიროს დამწყებ ჟურნალისტებს მედიის შეზღუდული თავისუფლების ქვეყნებიდან. პრემიის მისაღებად განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ჟურნალისტებს რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. პროგრამა შედგება 2021 წლის 4 იანვრიდან 30 ივლისამდე პერიოდში. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 6თვიან სტაჟირებას პრაღაში, “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისში.

სტაჟირების პირველ ორ კვირას და ბოლო ერთ თვეს, ისინი გაივლიან პრაქტიკას “რადიო თავისუფლების” ადგილობრივ ბიუროში.

პროგრამა ასევე მოიცავს სემინარებს, დისკუსიებს პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, ანალიტიკოსებთან.

შერჩეული მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას საცხოვრებელი ხარჯების, დაზღვევის, სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 11 აგვისტო 2020 წ.