ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ფერომონების მუშაობის პრინციპი და ქიმიური წამლობის ეფექტურობა ადგილზე გააცნეს [Video]

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ვანის მუნიციპალიტეტშიც. რამდენიმე სოფელში მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა, ფერომონების მუშაობის პრინციპი ადგილზე გააცნეს.

სოფელ ბზვანის მცხოვრები ამბობს, რომ ფერომონების ეფექტურობაში პირადად დარწმუნდა. მისი თქმით, ფერომონმა ძალიან ბევრი აზიური ფაროსანა მიიზიდა, იმ ტერიტორიის ქიმიური საშუალებით დამუშავების შემდეგ კი მავნებელი 15 წუთში განადგურდა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეეგ წამლობა თერმული ნისლის გამოყენებით ვანის მუნიციპალიტეტის პარალელურად ხონის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  • ლაშა შალამბერიძე – საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი;
  • ამირან მარგველაშვილი – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის მცხოვრები;
  • მიხეილ ჟღენტი – ვანის მუნიციპალიტეტის  სოფელ მთისძირის მცხოვრები.