“ევროპის დღე 2019” თბილისში

თბილისში, რიყის პარკში, „ევროპის დღე 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამებია წარმოდგენილი. ღონისძიების სტუმრები საქართველოში განხორცილებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს ეცნობიან, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს.

ევროპის დღის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები, შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში, 19:00 საათზე კი, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი იგეგმება. მსმენელის წინაშე ჯგუფი 33ა და Nicole DJ set წარდგებიან.

„ევროპის დღეები“ საქართველოში მაისის ბოლომდე გაგრძელდება და 80-მდე ღონისძიებას მოიცავს. მათში აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები მონაწილეობენ. ის ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში და თბილისის მერიისა საერთო ინიციატივაა. ღონისძიება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან და ევროკავშირის პროგრამებთან/ პარტიორებთან თანამშრომლობით იმართება.