ევროპის დროით – 6 (2020)

თემა: შრომის სამართლის რეფორმები მცირე ბიზნესის ქვეყანაში 

სტუმრები:

  • თამარ ხულორდავა, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი;
  • ეკა ქარდავა – ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარე.

საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი 2019 წელს მომზადდა. საფუძველი ასოცირების შეთანხმება და ევროკავშირის შრომის დირექტივებთან დაახლოება გახდა. ცვლილებებით უნდა გაძლიერდეს დასაქმებულის დაცვის სტანდარტი, რაც გულისხმობს მის არამხოლოდ ნაყოფიერ დასაქმებას, არამედ ღირსეული პირადი და საოჯახო ცხოვრების უზრუნველყოფას. ევროპული სტანდარტით გათვალისწინებული პროფესიული და პირადი ცხოვრების ჰარმონიული შეთავსება და კეთილდღეობა.

  • რა ეტაპზეა კანონპროექტის განხილვა პარლამენტში?
  • შეძლებს თუ არა ამ მოწვევის საკანონდებლო ორგანო მის მიღებას?
  • როგორ აფასებენ პროცესს დამოუკიდებელი ექსპერტები?
  • რა იცვლება რეალურად მოქალაქეებისთვის და რამდენად არის დაცული ბალანსი ბიზნესის და დასაქმებულის ინტერესებს შორის?

პროექტი “ევროპის დროით” ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და ასოციაცია “ევროპის დროით” მხარდაჭერით.