ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუარესების გამო. რეზოლუციაში დაგმობილია დაშინების, მუქარისა, ძალადობისა და დევნის შემეთხვევების მზარდი სტატისტიკა.  რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე და აღნიშნულია, რომ ფაქტმა ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას. ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს 2021 წლის 5 ივლისს მოვლენებსაც.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დაისაჯოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან. ასევე, ევროპარლამნეტი მოწოდებს საქართველსო მთავარობას თავი შეიკავოს მედიისადმი დისკრიმინაციული და აგრესიული რიტორიკისგან. 

რა თქვა ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე? 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია,  ფეიკების შედეგია.

“რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისის მოვლენების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი…

ევროპარლამენტის რეზოლუცია ძირითადად აგებულია 5 ივლისს მოვლენების აღწერაზე, როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაგმო ძალადობა ჟურნალისტებზე, რომელიც იყო უპრეცენდენტო მოვლენა დამოუკიდებელი საქართველოს 30 წლიან ისტორიაში. 2004-2012 წლების ხელისუფლება ძალადობდა ამ ფორმით ჟურნალისტებზე… სამწუხაროდ რეზოლუციაში არ არის განმარტებული, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე, რის შედეგადაც 31 ადამიანი იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, რაც არ მგონია მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს” . – თქვა ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. 

კობახიძის თქმითვე, სიმართლეს არ შეესაბამება რეზოლუციაში ნათქვამი, იმის შესახებ რომ 5 ივლისს შემდეგ მოიმატა ჟურნალისტებზე თავდასხმის რიცხვმა და უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია. 

რა გზავნილები ჰქონდათ ევროპარლამენტარებს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე? 

„საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – ამ თემაზე დებატები ევროპარლამენტში გუშინ ღამით გაიმართა, საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე იქ არაერთი კრიტიკული შეფასება გაკეთდა. 

კრიტიკა შეეხო, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, კრიტიკული მედიის მფლობელების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას და სხვა. 

“ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ალიანსის წევრი, მაგრამ ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ხალხის სურვილი, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმები — დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება. ყოველივეს უნდა ახორციელებდეს მთავრობა და მისი ლიდერები. ზუსტად აქ არის ჩვენი წუხილი, მედიათავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის მოქმედი და ჩრდილოვანი ლიდერების პოლიტიკის მსხვერპლი, რომლებიც საქართველოში სამართლის პოლიტიზირებას ცდილობენ და ეს აბსოლუტურად მიუღებელია” – თქვა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბოლიუსმა. 

“ჟურნალისტები არიან ძალადობრივი თავდასხმის, დაშინების, მუქარის მსხვერპლი, არის ჟურნალისტების დევნისა და სისხლის სამართლებრივი გამოძიების შემთხვევები მედიის მფლობელების ან მომუშავეების წინააღმდეგ.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები მონაწილეობას იღებენ მედიის დევნაში, იმის მაგივრად, რომ დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი დაიცვან.” – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp