„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022“- მე-11 საკონკურსო წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022“ – მე-11 საკონკურსო წლისთვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2022 წლის 1 ნოემბერს, 18:00 საათზე იწურება. 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 8 კატეგორიაში გაიცემა. წელს კონკურსს ახალი ნომინაცია დაემატა:  საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ოლაინ მედიაში. 

წელს ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

1.    საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;

2.    საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;

3.    საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

4.    საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო  მედიაში;

5.    ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

6.    ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;

7.    საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ოლაინ მედიაში;

8.    კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

პირველ შვიდ კატეგორიში გამარჯვებულს ფულად ჯილდო გადაეცემა. ხოლო კატეგორიაში – “კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი” გამარჯვებული ევროკავშრის სადამკვირებლო მისიის სპეცილაური პრიზს მიიღებს, რაც 30 დღიან სტაჟირებას გულისხმობს  „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა.  კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. 

განაცხადის ფორმა: https://bit.ly/3BLp0Ek

კონკურსის წესები: https://bit.ly/3xqEoU2

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp