დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა – ვადა 15.03.2021

 გეოგრაფია – საქართველო

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს.

პროგრამის მიზნები:

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების კომისიის მიზანია, დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს მოქალაქეთა განათლებაზე საქართველოში. გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს და მედია ორგანიზაციებს.

გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50,000 აშშ დოლარია.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა : 15 მარტი 2021 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp