დეზინფორმაცია: წითელი ჯვარი უარს აცხადებს იმ ადამიანების სისხლის ჩაბარებაზე, ვისაც Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა აქვთ გაკეთებული

2021 წლის 22 ივნისს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს  წითელი ჯვარი უარს აცხადებს იმ ადამიანების სისხლის ჩაბარებაზე, ვისაც Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა აქვთ გაკეთებული. 

სინამდვილეში წითელი ჯვარი სისხლის ჩაბარებას Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისგან არ კრძალავს. ამერიკული წითელი ჯვრის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია სისხლის დონაციის მიღებას აგრძელებს, იმის მიუხედავად, არის თუ არა დონორი აცრილი.

ორგანიზაციის განმარტებით სისხლის ჩაბარებამდე აუცილებელია მოქალაქემ დააზუსტოს თუ რომელი ვაქცინა აქვს მიღებული, რადგან სხვადასხვა ვაქცინისთვის სისხლიდ ჩასაბარებლად მოცდის დრო განსხვავებულია.  მაგალითად, AstraZeneca-ს, Janssen/J&J-ს, Moderna-ს, Novavax-ის და Pfizer-ის ვაქცინით აცრილებისათვის ვაქცინაციიდან სისხლის ჩაბარებამდე მოცდის დრო დაწესებული არ არის, ხოლო ინაქტივირებული ვაქცინებისათვის [ანუ ვაქცინები, რომლებიც შეიცავს დაავადების გამომწვევ დახოცილ მიკრობ(ებ)ს] როგორებიცაა Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები, სისხლის ჩაბარებამდე მოცდის დრო 2 კვირაა.

ინფორმაცია უარყო საქართველოში მოქმედმა წითელმა ჯვარმაც. მათი განმარტებით, სისხლის გაღებამდე ყველა მსურველ სპეციალური კითხვარის შევსება ევალება, თუმცა კითხვარში არანაირი შეზღუდვა არ არის იმ პირებისთვის, ვისაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა მიღებული აქვთ. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp