დეზინფორმაცია: ყირიმში ხალიფატის ტერორისტები დააკავეს

2020 წლის ივლისში რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმში ხალიფატის ტერორისტები (Hizb ut-Tahrir) დააკავა.

სინამდვილეში რუსული მედიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.რეალურად, დაკავებული ყირიმელები არიან არა „ხალიფატის ტერორისტები“, როგორც რუსული მედია აცხადებს, არამედ უბრალოდ “ყირიმელი თათრები”, რომლებიც ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიას არ ეთანხმებიან და აპროტესტებენ. ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით, რუსეთის უსაფრთხოების ძალები ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ხშირად აკავებენ პრო-უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც კრემლის მიერ ყირიმის ანექსიას აპროტესტებენ. 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მათ ყირიმში ჩხრეკას და დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.

ასევე, უფლებადამცველი ორგანიზაცია Crimea SOS იუწყება, რომ ოკუპაციის შემდეგ, ყველაზე მეტი სისხლის სამართლის საქმე ყირიმელი თათრების წინააღმდეგ 2019 წელს აღიძრა .

რუსეთმა არალეგალურად დააკავა 30 ყირიმელი თათარი, ე.წ. “ჰიზბ უთ-ტახრთან” კავშირის ბრალდებით ) მხოლოდ ერთ წელიწადში დაფიქსირდა ასობით უკანონო ძებნა, დაკავება და დაპატიმრება პოლიტიკური მიზეზების გამო. ორგანიზაციის ცნობითვე ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე დაპატიმრებული და პატიმრობაში მყოფი პირების 70% ყირიმელი თათრებია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp