დეზინფორმაცია: უკრაინის ქალაქებს: ხარკოვს, ნიკოლაევს და ოდესას რუსეთთან მიერთება სურთ

2020 წლის ივნისში რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ politnavigator გაავრცელა, ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინის ქალაქებს: ხარკოვს, ნიკოლაევს და ოდესას რუსეთთან მიერთება სურთ.

მედიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყალბია და რეალობას არ შეესაბამება. მედიის მტკიცების პარალელურად, განსხვავებულ სურათს ვხედავთ, სოციოლოგიურ კვლევებში. კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები მხარს უჭერენ უკრაინის დამოუკიდებლობას და თვლიან, რომ მათი ქვეყანა რუსეთისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.

უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების მაცხოვრებლები უფრო პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის მიმართ – 53% ვიდრე რუსეთის მიმართ – 35%. სამხრეთ უკრაინაში მცხოვრებთა მხოლოდ 7% და აღმოსავლეთ უკრაინაში 5% თვლის, რომ უკრაინა და რუსეთი უნდა გაერთიანდნენ.

2016-2017 წლებში გერმანიის კვლევითი ინსტიტუტის GFK მიერ ჩატარებული გამოკითხვა აძლიერებს კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის დასკვნას. კვლევის თანახმად, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინელებს რუსეთში შესვლის სურვილი არ აქვთ. ოდესას მცხოვრებთაგან მხოლოდ 2% ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიები უნდა იყოს ინტეგრირებული რუსეთის ფედერაციაში, ხარკოვისა და მიკოლაივის რეგიონებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა, მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ ასეთი ინტეგრაცია კარგი იდეაა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp