დეზინფორმაცია: უკრაინელების 70%-ზე მეტისთვის დონბასში მშვიდობის მისაღწევად რუსეთთან კომპრომისი მისაღებია

ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინელების უმრავლესობა დონბასში მშვიდობის მისაღწევად რუსეთთან კომპრომისზე თანახმაა სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია მის შესახებ რუსეთის პირველმა არხმა 2019 წლის დეკემბერში გაავრცელა.

სინამდვილში მედიის მიერ მასალაში მოყვანილი რიცხვები არასწორია, მედია სოციოლოგიური კვლევის გაყალბებულ მონაცემებს ავრცელებს. იმავე პერიოდში კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უკრაინელების მხოლოდ 14% ამბობს, რომ მშვიდობისთვის ნებისმიერ კომპრომისზე ღირს თანხმობა, ხოლო 58.5% -ის განცხადებით, შეთანხმება მშვიდობის მისაღწევად მისაღებია, მაგრამ კომპრომისი არა. 

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოკითხვა იმავე პერიოდში უკრაინის 110 ქალაქში -მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ჩაატარეს, რომელშიც 2041 უკრაინელი მონაწილეობდა.


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp