დეზინფორმაცია: მე-9 კლასის ისტორიის წიგნში გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიასაა მიკუთვნებული

სოციალურ ქსელში სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო და აღწერა, რომ თითქოს მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიას მიეკუთვნება სიმართლეს არ შეესაბამება. 

მომხმარებლები ამბის გასავრცელებლად ერთი და იმავე ფოტოსა და ფრაზას “გვყიდიან” იყენებენ, თუმცა რეალურად მათ მიერ გავრცელებული ეს ფოტო ფოტოშოპის შედეგია. ფოტოზე ჩანს, რომ სახელმძღვანელო „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ ეკუთვნის. აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად  ჩვენ თავად გამომცემლობას დავუკავშირდით, სადაც ინფორმაცია უარყვეს.მათი განმარტებით, მსგავსი წიგნი გამომცემლობას არასდროს დაუბეჭდავს.

საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელო, რომელიც გრიფირებულია და სკოლებში გამოიყენება ასე გამოიყურება: 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოციალური ქსელის მომხმარებლები, სახელმძღვანელოში რეალურად მოცემულ ფაქტებს ამახინჯებენ, მაგალითად ცოტა ზოგიერთი მომხმარებელი,წერდა, რომ თითქო სკოლაში ასწავლიდნენ, რომ ქართული ანბანი მაშტოცმა შექმნა. სინამდვილეში ეს ინფორმაციაც ყალბია.


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp