სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქმა მსახიობმა ჰამით ალთინთოფმა რიონის ხეობაში თურქული ექსპანსია თურქულ ტელევიზიაში – sen çüksün TV-ში გააპროტესტა. სოციალური ქსელის მომხმარებელი პოსტში რამდენიმე ყალბ ამბავს ავრცელებს. პირველი – ჰამით ალთინთოფი არა მსახიობი არამედ ფეხბურთელია.
ასევე, პოსტში დასახელებული ტელევიზია – sen çüksün TV თურქეთში საერთოდ არ არსებობს. ღია წყაროებში არ იძებნება ჰამით ალთინთოფის მიერ რიონის ხეობაში ნამოხვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დაფიქსირებული რაიმე სახის კომენტარი ან ინტერვიუ.
ამ მცდარ ფაქტების ერთობლიობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავრცელებული მასალა დეზინფორმაციაა.
