დეზინფორმაცია: დონბასში 6 წლამდე ბავშვი უკრაინული დრონის შეტაკების შედეგად გარდაიცვალა

დეზინფორმაციას, იმის შესახებ რომ დონბასში ბავშვი უკრაინული დრონის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, პროპაგანდისტული რუსული მედია აქტიურად აშუქებდა. მედია მომხდარის შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს, ნიუსებში ვერ ვკითხულობთ, ვერ ბავშვის ახლობლის კომენტარებს, ერთადერთი, რასაც მედიები აკონკრეტებენ მომხდარი შემთხვევის მისამართია – ოლექსანდრივსკის დასახლება. თუმცა ადგილსამყოფელის დასახელებისასაც მედია მანიპულაცის მიმართავს, კერძოდ სამხედრო და პოლიტიკური დამკვირვებლის ოლექსანდრ კოვალენკოს განმარტებით, მანძილი ოლექსანდრივსკიდან კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე დაახლოებით 30 კილომეტრია და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი იქ ფრენას ფიზიკურად ვერ შეძლებს. 

ამის შესახებ მან ვრცელი პოსტი ფეისბუქზეც გამოაქვეყნა და შესაბამისი ფოტომასალაც დაურთო. 

სოციალურ ქსელში Vkontakte- ს ზოგიერთმა მომხმარებელმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თითქოს გარდაცვლილი ბავშვი იყო გამოსახული. ბავშვის ფოტო, რომელსაც ამ მასალას თან ურთავდნენ რეალურად 2014 წლით თარიღდება, მედიამ მაშინ ეს ფოტო შემდეგი სათაურით გაავრცელა -“5 წლის ვანია ერმილოვი, რომელიც ლუგანსკის მახლობლად გარდაიცვალა, რკინიგზის მუშაკის შვილი იყო”. 

უკრაინული დრონის შეტაკების შედეგად ჩანაწერები არ იძებნება ეუთოს სადამკვირებლო მისიის ანგარიშებშიც. შესაბამისად ეს მასალა ყალბია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp