დეზინფორმაცია: აშშ-ის უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ სურს

2021 წლის 7 ივნისს რუსულ მედიაში პოლიტნავიგატორში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს აშშ-ის უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ სურს. რუსული მედია წერდა, რომ  2021 წლის 7 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტი აჩვენებდა, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრიანების არანაირი შანსი აქვს. მედია საშუალების მტკიცებით, ამერიკამ უკრაინა “ნატოს ბორტს გარეთ დატოვა”. 

მდივან ბლინკენის მიერ უკრაინაში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები საკმაოდ განსხვავდებოდა მედიების მიერ გაჟღერებული მტკიცებებისგან. აშშ – ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტის დროს ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც ნატოში გაწევრიანებისთვის რეფორმებს აგრძელებს.

ნატოში უკრაინის გაწევრიანების სამომავლო პერსპექტივებზე 2021 წლის 13 აპრილს  ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაზე ბრიუსელში ისაუბრა იანს სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არა რუსეთი, არამედ ალიანსი წყვეტს. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp