დეზინფორმაცია: ამერიკა COVID-19 ვაქცინის შესამოწმებლად უკრაინაში ცდებს ატარებს

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელები ექსპერიმენტულ ღორებად აქცია და მათზე COVID-19 ვაქცინის შესამოწმებლად ცდებს ატარებს – მსგავსი დეზინფორმაციული მასალები არაერთ რუსულ მედიაში გავრცელდა. რუსი ანალიტიკოსების მტკიცებით, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინებს უკრაინელებზე მათი ნების საწინააღმდეგოდ ამოწმებენ. მსგავსი ყალბი ამბები რუსულ მედიაში 2020 წლის ნოემბერში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოქტომბრის შუა რიცხვებში უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ვაქცინის ევროპულ კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის შესახებ განაცხდა.

სინამდვილეში მედიკამენტების კლინიკური გამოკვლევები ჩვეულებრივი მსოფლიო პრაქტიკაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ”უკრაინელებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებთან”, როგორც ამაზე პრორუსული მედია წერს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ახალი ვაქცინების შემუშავება რამდენიმე ეტაპს გადის.

კერძოდ კლინიკური განვითარების სეგმენტი სამი ფაზისგან შედგება. უკრაინა კი კვლევის ეტაპის III ფაზაში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ათასობით ადამიანი იცრება. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიო მასშტაბით 250 – ზე მეტი კლინიკური ვაქცინის კვლევა ჩატარდა. კვლევებში მონაწილეობას ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად იღებდა იაპონია, კანადა, ავსტრალია, აშშ და სხვა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp