დეზინფორმაცია: კამალა ჰარისმა კორონავირუსის ვაქცინაცია არ გაიკეთა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო ჩანაწერი, რომ თითქოს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთა. მაგალითად მომხმარებლის Алексей Потапов- ის მტკიცებით, მედდამ კამალა ჰარისს ვაქცინაცია ყალბი ნემსით გაუკეთა და ორგანიზმში წამალი არ შეუშვა.

თუმცა მოხმარებლის მტკიცება არასწორია. რეალურად კი პოსტის ავტორი მოახლოებული კადრით მანიპულირებს, სადაც თითქოს ნემსის გადაკეცვაა ნაჩვენები.

არადა კადრში ნემსისთვის დამცავი ხუფის დაფარება ჩანს, რაც ექთნის უსაფრთხოების მიზნითაა განპირობებული. 

როგორც ექიმები ჩვენთან საუბრისას განმარტავენ შპრიცების მსგავსი მექანიზმი იმისთვისაა შექმნილი, რომ მედდამ ცალი ხელითაც მარტივად შეძლოს ნემსისთვის თავის დაფარება. რადგან ვაქცინას ერთი მედდა ატარებს და პარალელურად პაციენტის ხელს ამუშავებს, ვაქცინაციისას მსგავსი შპრიცები ხშრად გამოიყენება. 

შპრიცის რომელიც კამალა ჰარისის ვაქცინაციისას გამოიყენეს ამ ფოტოზეც ჩანს:


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp