დაფინანსება მარწყვის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად – USAID “ზრდა” ახალ საგრანტო პროგრამას აცხადებს

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა” აცხადებს საგრანტო კონკურსს მარწყვის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის მიზნით დამწყები და არსებული ფერმერებისთვის.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ინდივიდუალურ ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, ფერმერთა კავშირებს, მირკო, მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც საქმიანობას ეწევიან „ზრდა“  პროექტის სამიზნე, საქართველოს სამ რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებსა და თემებში:

  • სამცხე-ჯავახეთი
  • ქვემო-ქართლი
  • კახეთი

კონკრეტული სოფლების ჩამონათვალი, ნახეთ ფოტოზე:

გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს „ზრდა“ პროექტის სამიზნე თემებში არსებულ ფერმერულ მეურნეობებს 0,5 ჰექტრამდე მარწყვის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაში, სადაც წარმოდგენილი იქნება მარწყვის წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიები: მარწყვის თანამედროვე ჯიშები, ირიგაციისა და ფერტიგაციის თანამედროვე სისტემები, პესტიციდების მართვის ინტეგრირებული მეთოდები, სარეველების კონტროლი.

სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია jobs.ge-ზე – https://bit.ly/2B8ZCIW.

საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 თებერვალი (17:00 სთ).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp