“დაინახე ყველაფერი” – კონკურსში ბოლნისის, ქუთაისის, მესტიის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებმა გაიმარჯვეს [Video]

რამდენად მორგებულია რეგიონებში გარემო შეზღუდულ შესაძლებლობებს და რომელ მუნიციპალიტეტს აქვს საუკეთესო გამოცდილება- ამის დასადგენად სპეციალური კონკურსი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში 14 მუნიციპალიტეტი ჩაერთო. ნომინაციაში, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის საუკეთესო გამოცდილება ბოლნისმა გაიმარჯვა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, შშმ ბავშვების განვითარებისა და სოციალურ ინტეგრაციაზე ყველაზე მეტად ორიენტირებული პროგრამები ქუთაისსა და მესტიას  აქვს.

შშმ ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების ინოვაციური გადაწყვეტის საუკეთესო მაგალითად კი ხელვაჩაური დასახელდა.

კამპანია „დაინახე ყველაფერი“ UNICEF-ის, USAID-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით, შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. მისი მიზანი საზოგადოების ქცევის ნორმების შეცვლა და შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

სინქრონები:

  • მაია ქურციკიძე – UNICEF-ის პროგრამების კოორდინატორი;
  • გიორგი ჭიღვარია – ქუთაისის მერი;
  • ჯუმბერ ვარდმანიძე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი;
  • კაპიტონ ჟორჟოლიანი – მესტიის მუნიციპალიტეტის მერი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.