გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება [Video]

0

აზიური ფაროსანას განადგურების მიზნით, ჩოხატაურისა  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში   „მოიზიდე და გაანადგურე“  სადგურებია დამონტაჟებული. ფერომონების  მეშვეობით  კონკრეტულ  ლოკაციაზე ხდება მავნებლის მოზიდვა  და ტარდება წერტილოვანი  შეწამვლითი  სამუშაოები. სეს-ის ინფორმაციით, გურიაში 6000-მდე ფერომონია დამონტაჟებული, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კი 50 000.

ღონისძიების მიმდინარეობას აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან იწყება თერმული ნისლით წამლობის ახალი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  • ქეთევან მოისწრაფიშვილი- გურიის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე;
  • ლაშა შალამბერიძე-აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი;
  • ლია ზაქარიაძე-ოზურგეთის მაცხოვრებელი.

 

Comments are closed.