გრანტები გაეროს კლიმატის სამიტზე გასამგზავრებლად – ბოლო ვადა 10.08.2019

გეოგრაფია- მთელი მსოფლიო

18-დან 32 წლამდე ჟურნალისტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში სამგზავრო გრანტის მოსაპოვებლად. ორგანიზაცია Climate Tracker აირჩევს რვა ახალგაზრდა ჟურნალისტს, რომელთაც დაუფინანსდებათ მგზავრობა და შეძლებენ გააშუქონ გაეროს კლიმატის ახალგაზრდული სამიტი და სხვა ღონისძიებები, რომელნიც დაგეგმილია ნიუ-იორკში 19-დან 26 სექტემბრამდე.

მონაწილეებმა უნდა დაწერონ სტატია ახალგაზრდული მოძრაობის ან ახალგაზრდა ლიდერების შესახებ, რომელთა ძალისხმევა კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ არის მიმართული. მიიღება სტატიები მულტიმედია ელემენტებით, რომლებიც გამოქვეყნებულია საინფორმაციო საიტებზე, ბლოგებზე, ჟურნალ-გაზეთებში, როგორც ნაციონალურ ისე რეგიონულ ან საერთაშორისო მედიაში. მოცულობა არა ნაკლებ 500 სიტყვა. რვა შერჩეულ მონაწილეს, ასევე შეეძლება გაიაროს ტრენინგი კლიმატის ცვლილებების გაშუქების შესახებ. ასევე, იქნებიან მიწვეული ჯგუფურ ინტერვიუზე მაღალი თანამდებობის პირებთან და ექსპერტებთან.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ვადა: 10 აგვისტო 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.