გზა-კანონდარღვევებიდან მოგებულ ტენდერებამდე [Video]

0

მოტყუებული თანამშრომლები, დასაქმებულთა არაერთი საპროტესტო აქცია, უფლებადამცველთა შენიშვნები, გარემოზე მიყენებული მილიონობით ლარის ზარალი, დაუსრულებელი პროექტები – ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩინურმა სამშენებლო კომპანია “სინოჰიდრომ”, საქართველოში 2010 წლის შემდეგ, არაერთი დიდბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტის ტენდერი მოიგო. ამ კომპანიის მიერ დასრულებულ და მიმდინარე პროექტებში გამოვლენილ დარღვევებს უკავშირებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

“საქართველო მთავარ პროკურატურაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე უკვე დაიკითხნენ ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე”.

ავტორები:
  • ირმა ჭარაქაშვილი
  • დავით ჯიბუტი

 

მასალა მხარდაჭერილია”ღია მედია ჰაბის” მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით.

Comments are closed.