ფერმერების აზრით აზიურმა ფაროსანამ შესაძლოა ციტრუსის მოსავალს სერიოზული ზიანი მიაყენოს [Video]

დასავლეთ საქართველოში „ნარინჯისფერი რთველისთვის“ ემზადებიან, თუმცა როგორი იქნება მოსავალი ჯერ უცნობია. ამის მიზეზი კი საქართველოში გავრცელებული მავნებელი აზიური ფაროსანაა. გურიაში, ადგილობრივები ამბობენ რომ ნაყოფი ხეზე ფუჭდება და ნაადრევად ცვივა. ისინი შიშობენ რომ წელს მათი ოჯახი მანდარინის მოსავლის გარეშე დარჩება.  მათი პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

უწყებაში განმარტავენ, რომ შემოდგომაზე ბაღლინჯოს საწინააღმდეგო შესაწამლი პრეპარატების დარიგების პროცესი იმ რეგიონებიდან დაიწყეს სადაც ციტრუსის კულტურა ხარობს.  თუმცა უამინდობის გამო მოსახლეობამ ხეების დროული შეწამვლა ვერ მოასწრო. მათი მოსავალი კი ვინც პრეპარატი გამოიყენა შედარებით უკეთესი ხარისხისაა.

სპეცილისტების რეკომენდაციით, შეწამვლასთან ერთად აუცილებელია ციტრუსის ბაღებში ფერომონების განთავსება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზით მიმდინარე წელს  60 ათასა ტონა  ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა  საერთაშორისო ფორუმზე „ციტრუსის ექსპორტი 2017-ზე“ განაცხადა. თუმცა გურიაში ამბობენ რომ მავნებელმა მათი მოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა.

მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლვლეად ახალი მედიაკამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ დაიწყო. პროექტს ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, USAID-ის, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სინქრონები:

  • თეოფილე ლომაძე – სოფელ შრომას მაცხროვრებელი;
  • აივენკო მამფორია – სოფელ შრომას მაცხროვრებელი;
  • ნინო შეწირული – სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი.