გახდი ახალი მულტიმედიური შოუს წამყვანი

არ გაუშვა შანსი იყო პირველთაგანი. FA ct/ke – ეს არის შემეცნებით-გასართობი ინტელექტუალური, მულტიმედიური გეიმშოუ შენთვის, რომელსაც საქართველოში ჟურნალისტიკის რესურსცენტი -JRC, ICFJ მენტორშიპით განახორციელებს.

პროექტი რუსულენოვანი საერთაშორისო აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, და JRC-ს მიერ დაფუძნებულ პირველ რეგიონულ რუსულენოვან არხს TOK TV სთან ერთად, 2020 წლიდან გადაიცემა პარტნიორი მედიების მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მედიაწიგნიერების გაძლიერებას მომძლავრებული დეზინფორმაციის, FAKE ნიუსების ეპოქაში, სადაც ჭარბია რუსულ ენაზე გავრცელებული სიცრუე, მანიპულაცია, ყალბი ამბავი.

თუ თემატიკა გაინერესებს და მიზნებს იზიარებ, თუ შესაბამისად ფლობ რუსულ ენას, თუ თავად ხარ კრეატიული და საზრიანი, გამოგვიგზანე შენი CV, საკონტაქტო ინფორმაციითა და ფოტოსურათით info@jrc.ge 15 ივლისამდე.

სასათაურე ველში მიუთითეთ Fact Fake