გამოცხადდა განაცხადების მიღება ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროგრამაზე “დიალოგი აღმოსავლეთ ევროპა” – ბოლო ვადა 16.06.2019

ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონული ოფისი გიწვევთ სემინარში მონაწილეობის მისაღებად. სემინარი ეძღვნება მედიაში სოციალური საკითხების გაშუქებას. ის ჩატარდება 23-27 ივლისს ოდესაში, უკრაინა. განაცხადის შეტანა შეუძლიათ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, მინიმუმ 2 წლიანი მუშოაბის გამოცდილებით. აუცილებელია განმცხადებლები იყონ ევროპის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ან რუსეთის მოქალაქეები.

პროგრამის მიზანია: ჟურნალისტებმა, რომლებიც მუშაობენ სოციალური დეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, აიმაღლონ პროფესიული უნარები. ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთს შორის უნარების და გამოცდილების თავისუფალი გაცვლის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჟურნალისტებთან და სოციალური და შრომითი პოლიტიკის ექსპერტებთან. პროგრამის ენები: რუსული და ინგლისური. შერჩეულ მონაწილეებს ორგანიზატორები დაუფარავენ ყველა ხარჯს დაკავშირებულს ტრენინგთან.

დეტალები იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 ივნისი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp