გაეროს კონკურსი ჟურნალისტებისთვის – ბოლო ვადა 15.09.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

გაეროს კორესპონდენტების ასოციაცია იღებს საკონკურსოდ მასალებს შემდეგ სამ კატეგორიაში: „ბეჭდური და ონლაინ პუბლიკაციები“, „რადიო და ტელევიზია“ და „კლიმატის ცვლილებები“. კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევენ ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ გაეროს და მისი ქვედანაყოფების საქმიანობას. მასალები უნდ იყოს გამოქვეყნებული 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აგვისტომდე პერიოდში. ნამუშევრები შეიძლება იყოს წარმოდგენილი გაეროს ნებისმიერ ოფიციალურ ენაზე. სხვა ენაზე შესრულებულ მასალებს უნდა ახლდეს თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე. კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 60 000 დოლარზე მეტს.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება დეკემბერში ნიუ-იორკში, ჯილდოს გადასცემს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ვადა: 15 სექტემბერი 2019 წელი.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.