გადააქვს თუ არა აზიურ ფაროსანას მცენარეებში დაავადებები [Video]

აზიური ფაროსანა და მისგან მომავალი საფრთხეები – ესაა თემა, რომელიც ქართველ ენტომოლოგებში ახლა განსაკუთრებით აქტუალურია. მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორი კარლო კიკორია მიიჩნევს, რომ აზიური ფაროსანა, რომელსაც მჩხვლეტ-მწუწნი პირის აპარატი აქვს, მცენარეებში ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების გადამტანია.

მის აზრს არ იზიარებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ მათი მხრიდან ეს კითხვა მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან დაისვა, პასუხი კი უარყოფითი იყო.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. ბაღლინჯოს  სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. იგი 300-მდე სახეობის მცენარით იკვებება. აზიური ფაროსანა  აზიანებს ციტრუსსა და  ბოსტნეულს, ასევე  თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, განსაკუთრებით კი თხილეულს.

აზიურ ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოში მედია კამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც  ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სინქრონი:

  • კარლო კიკორია –  მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორი;
  • ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.