დემოკრატიის მთავარი გამოწვევები საქართველოში, მედიის თავისუფლება, სასამართლო და საარჩევნო სისტემა, დეცენტრალიზაცია – ნათია კუპრაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე, ბრიუსელში

დემოკრატიის მთავარი გამოწვევები საქართველოში, მედიის თავისუფლება, სასამართლო და საარჩევნო სისტემა, დეცენტრალიზაცია – ეს ის გამოწვევებია, რომლებზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა დღეს ბრიუსელში გაკეთებული მოხსენებისას გაამახვილა ყურადღება.

ბრიუსელი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის საიუბილეო კონფერენციას და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კარგი მმართველობის ჯგუფის შეხვედრას ერთდოულად მასპინძლობს. ნათია კუპრაშვილი ფორუმზე ჟურნალისტიკის რესურსცენტრს წარმოადგენს.